კრიშტიანუ რონალდუ, ალესანდრო ნესტა, კატარი 2022
Aa
Aa

ნესტა: კრიტიკა დამსახურებულია, თუმცა რონალდუსთან უფრო შურს ჰგავს

იტალიური და მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდამ, ალესანდრო ნესტამ კრიშტიანუ რონალდუს შესახებ ისაუბრა.

ნესტა რონალდუს გამოექომაგა. 37 წლის პორტუგალიელს ბოლო დროს დიდი კრიტიკა შეხვდა, რასაც ალესანდრო არ ეთანხმება.

„მე მას კვლავ ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად ვთვლი. ახლა მის მიმართ ძალიან დიდი შეუწყნარებლობაა. ვფიქრობ, კრიტიკა დამსახურებულია, მაგრამ ზოგი ისეთი გამწარებულია, რომ უფრო შურს ჰგავს.

გულწრფელად რომ ვთქვათ, სუსტი 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მიუხედავად რონალდუს უსაზღვრო პატივს ვცემ.

მაგრამ ის 38 წლისაა (5 თებერვალს ხდება). როცა 38 წლის ვიყავი, თვეში ერთ მატჩს ვთამაშობდი, რადგან ვეღარ ვუძლებდი, ამიტომ მის მიმართ მეტი პატივისცემა გამოვავლინოთ“,

- განაცხადა ნესტამ Corriere dello Sport-თან ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ რონალდუ ამჟამად მადრიდის „რეალის“ ბაზაზე იმყოფება და თავისუფალი აგენტის სტატუსით ჯერჯერობით უგუნდოდ არის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ნაპოლით აღფრთოვანებული ვარ“ - სეტიენმა ხვიჩაზე ისაუბრა
„ნაპოლით აღფრთოვანებული ვარ“ - სეტიენმა ხვიჩაზე ისაუბრა