ხვიჩა კვარაცხელია, კიმ მინ-ჯე, კიკე სეტიენი
Aa
Aa

„ნაპოლით აღფრთოვანებული ვარ“ - სეტიენმა ხვიჩაზე ისაუბრა

„ბარსას“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა კიკე სეტიენმა, რომელიც ამჟამად „ვილიარეალს“ წვრთნის, Corriere del Mezzogiorno-ს ესაუბრა. ესპანელი ლუჩანო სპალეტის გუნდის თამაშით მოხიბლულია:

„ნაპოლის“ თამაშით აღფრთოვანებული ვარ. გუნდის თამაშის სტილი ძალიან ჰგავს იმ სტილს, რის გაკეთებასაც ახლა, ამ მოკლე პერიოდში „ვილიარეალში“ ვცდილობთ. „ნაპოლის“ შეტევების გასავითარებლად სხვადასხვა გზები და ბევრი გამოსავალი აქვს. ვფიქრობ, „ნაპოლის“ დიდი შანსი აქვს, რომ სკუდეტო მოიგოს, რადგან სპალეტიმ გუნდში პოზიტიური გარემო შექმნა, ფეხბურთელებს მოედანზე მხიარული განწყობა უნდა ჰქონდეთ“.

კიკე სეტიენმა „ნაპოლის“ ცენტრალურ მცველ კიმ მინ-ჯესა და ქართველ შემტევ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა: „ბრწყინვალე ფეხბურთელები არიან, რომლებიც საკუთარი პოტენციალიდან გამომდინარე იზრდებიან და პროგრესირებენ გარემოში, სადაც თამაშობენ“.

შეგახსენებთ, „ნაპოლისა“ და „ვილიარეალს“ შორის ამხანაგური შეხვედრა 17 დეკემბერს გაიმართება, თბილისის დროით 23 საათსა და 30 წუთზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ვცდილობთ, ფრთხილად ვიყოთ, რათა არ გავრცელდეს“ - კომანს „აქლემის“ ვირუსი დაუდგინდა
„ვცდილობთ, ფრთხილად ვიყოთ, რათა არ გავრცელდეს“ - კომანს „აქლემის“ ვირუსი დაუდგინდა