კრიშტიანუ რონალდუ, გარი ნევილი, კილიან მბაპე, კატარი 2022
Aa
Aa

„ტურნირის საუკეთესო მოთამაშე მესია - ყველა დროის? ეს თემა არ დაიხურება

გარი ნევილმა Sky Sports-ის ეთერში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ისაუბრა. ინგლისელმა ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელის შესახებ თავისი მოსაზრება დააფიქსირა და შემდეგ, მესი-რონალდუს მარადიული პაექრობის შესახებაც ისაუბრა.

„ტურნირის საუკეთესო მოთამაშე? მესის ავირჩევდი, რადგან მბაპე ბევრად უფრო ძლიერ გუნდში თამაშობს. ვფიქრობ, მბაპე დიდი ფეხბურთელებითაა გარშემორტყმული.

არასწორად არ გამიგოთ, მესის პარტნიორებიც საკმაოდ კარგები არიან. არგენტინა - ხორვატია მატჩის ბოლოს ფოტო გადავიღე და იქ საჯარიმო მოედნის გარეთ 10 არგენტინელი ფეხბურთელი შეიკრიბა და მესი მათ გვერდით იდგა. ეს სურათი ძალიან არგენტინელებისთვის ძალიან სახასიათოა“.

ნევილმა საუბარი მესისა და რონალდუს შედარებაზე განაგრძო. შეიცვლება თუ არა ვითარება და დასრულდება თუ არა დავა მესის ჩემპიონობის შემთხვევაში?

„მესის, მარადონას, პელეს, კრიშტიანუ რონალდუს ფანებს შეუძლიათ თქვან: “თემა ისტორიაში საუკეთესოების შესახებ დახურულია”.

მაგრამ არა მგონია, რომ კვირას გასამართმა ფინალმა მთელი კარიერა განსაზღვროს. ამავდროულად, მჯერა, რომ მარადონას 1986 წლის მიღწევა ყოველთვის მესის და არგენტინის თავზე იქნება ჩამოკიდებული. თუ მესი მოიგებს, ამ სიტუაციებს ერთმანეთთან ბევრი საერთო ექნება.

მაგრამ ჩემი აზრი არ შეიცვლება. მიღწეულიდან გამომდინარე, მე მას ისტორიაში ერთ-ერთ უდიდესად ვთვლი, მაგრამ ეს უპირატესობის საკითხია.

მე კრიშტიანუ რონალდუ მესის მირჩევნია, თუმცა ვიცი, რომ, რა თქმა უნდა, მესიმ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ჩემი გუნდი ორჯერ გაანადგურა და ამ ტურნირზე ჯადოსნური მომენტები ჰქონდა. მაგრამ ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ უყურებენ ადამიანები ფეხბურთს.

თუ არგენტინა საფრანგეთთან დამარცხდება, მაშინ უცებ არ გვექნება იმის თქმის უფლება, რომ მესი ნამდვილად არ არის საუკეთესო ფეხბურთელი. თუ გჯერათ მისი, როგორც ისტორიაში უდიდესის, მაშინ უნდა განაგრძოთ თქვენი აზრის დაცვა, იმ შემთხვევაშიც თუ ლეო ფინალს წააგებს“,

- ამბობს ნევილი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გრიზმანი: არგენტინის მსგავს გუნდთან თამაში რთულია
გრიზმანი: არგენტინის მსგავს გუნდთან თამაში რთულია