გიორგი ჩხეიძე, ზაზა ლომთაძე
Aa
Aa

ორი ვერცხლი მსოფლიოს ჩემპიონატზე - გიორგი ჩხეიძის წარმატებული გამოსვლა

ძალოსნობაში, ბოგოტაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების წევრმა გიორგი ჩხეიძემ ორი ვერცხლის მედალი მოიპოვა.

გიორგი ჩხეიძემ ატაცში 170კგ. დაძლია და მე-6 ადგილზე გავიდა, თუმცა აკვრაში თავი 210/217/219 კილოგრამებს გაართვა და ვერცხლის მედალს დაეუფლა. ისევე როგორც აკვრაში, ორჭიდის ჯამშიც ვერცხლის მედალი მოიპოვა. ორჭიდის ჯამში 389 კილოგრამი დააფიქსირა.

გიორგი ჩხეიძე ვერცხლის მედლებით

საქართველოს ნაკრების წევრი ზაზა ლომთაძე მედლის გარეშე დარჩა. მან ატაცში სამივე ცდა წარმატებით გამოიყენა, 157/163/166 კილოგრამები დაძლია და მე-10 ადგილზე გავიდა. აკვრაში 202/212 კილოგრამები დააფიქსირა და მე-4 ადგილი დაიკავა, ხოლო ორჭიდში მოგროვილი 378 კილოგრამით მეშვიდე პოზიციას დასჯერდა.

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი გიორგი ასანიძეა. მას ასისტენტობას ავთო გახოკიძე და გიორგი ცირეკიძე უწევენ. გიორგი ჩხეიძის პირადი მწვრთნელი ბეჟან ჭიჭინაძეა.

ფოტო: საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის პრესსამსახური

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჰენრი სეხუდო: „ილია პიმბლეტს უდიდეს ტკივილს მიაყენებს“
ჰენრი სეხუდო: „ილია პიმბლეტს უდიდეს ტკივილს მიაყენებს“