კატარი 2022, ემილიანო მარტინესი, კრისტიან რომერო
Aa
Aa

„მას შეუძლია 50-წლამდე ითამაშოს“ - მარტინესი და რომერო მესიზე

არგენტინის ეროვნული ნაკრების მეკარემ, ემილიანო მარტინესმა footballerslives.tv-სთან ინტერვიუში ლეო მესის შესახებ ისაუბრა.

„ჩემი აზრით, მას შეუძლია 50 წლამდე ითამაშოს. ნამდვილად კარგ ფორმაშია, კარგად გამოიყურება.

ის ისეთ რაღაცებს აკეთებს ადვილად, რაც ურთულესი გასაკეთებელია. ბურთს დებს, გიყურებს და საუკეთესო კუთხეში არტყამს და თუ ვერ შეაგდებს, ბურთი კარის ძელს ხვდება. ეს მარცხენა ფეხი, ის პატარაა, მაგრამ ძალიან ძლიერი.

ლეო ქვეყნის გმირია, მას ხალხი პრეზიდენტზე დიდ პატივს სცემს. თუ ლეო სთხოვს, ხალხი 24 საათი სახლში დარჩება. ის ნომერ პირველია, თითოეული ფეხბურთელისთვის ინსპირაციას წარმოადგენს“.

არგენტინის ნაკრების მცველმა კრისტიან რომერომ მესის შესახებ შემდეგი რამ თქვა: „იმედი მაქვს, ეს მისი ბოლო მსოფლიო არაა. მასთან ერთად ყოფნა ბედნიერს მხდის. ვთხოვთ, რომ არ წავიდეს“.

შეგახსენებთ, კატარი 2022-ის ფინალში არგენტინის ნაკრები საფრანგეთს შეხვდება. მატჩი 18 დეკემბერს გაიმართება. გამარჯვების შემთხვევაში არგენტინის ნაკრები ისტორიაში მესამედ მსოფლიოს ჩემპიონი გახდება, მესისთვის კი პირველი მოგებული მუნდიალი იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ფინალში მცირე ფავორიტი არგენტინაა - კინის მოსაზრება
ფინალში მცირე ფავორიტი არგენტინაა - კინის მოსაზრება