ფინალში მცირე ფავორიტი არგენტინაა - კინის მოსაზრება
„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა ნახევარმცველმა და კაპიტანმა როი კინმა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალთან დაკავშირებით მოლოდინები გააზიარა.
„დიდი ინტრიგა და შესანიშნავი მატჩი. თუ გადავხედავთ საფრანგეთის თამაშს მაროკოსა და ინგლისის წინააღმდეგ, შეიძლება დავასკვნათ, რომ ის დიდებული არ არის, მაგრამ თავის გზას ადგას. მათ მხოლოდ ერთი გოლი გაუშვეს - ისიც თერთმეტმეტრიანიდან.
მაგრამ არგენტინა, ქომაგების დიდი მხარდაჭერის, გუნდის დამუხტვით და რა თქმა უნდა, ლიონელ მესი, მცირე ფავორიტად შეიძლება ისინი ჩაითვალონ.
ჩვენ ტურნირზე ვნახეთ რამდენიმე პიკი - მესი ნახევარფინალში ხორვატიასთან. ის ასეთ ფეხბურთს წლიდან წლამდე აჩვენებდა. ლეო საოცარია, მე მიყვარს მისი თამაში. იმედი მაქვს, რომ არგენტინა მოიგებს, თუმცა მხოლოდ მისი გულისთვის",
- თქვა კინმა ITV-ს ეთერში.