დიდი ბრძოლის მოლოდინში - რომან დოლიძის მომდევნო მეტოქე ცნობილია
UFC-ის ქართველი მებრძოლი რომან დოლიძე საშუალო წონითი დივიზიონის ათეულში იმყოფება. ეს მის კარიერაში საუკეთესო შედეგია.
დოლიძემ ბოლო ბრძოლა ჯეკ ჰერმანსონის წინააღმდეგ გამართა და გაიმარჯვა. რომანმა UFC-ში ზედიზედ მეოთხე გამარჯვება მოიპოვა, ჯამში კი ოქტაგონზე მეცამეტედ გავიდა და მეთორმეტედ იმარჯვა. ქართველმა მებრძოლმა UFC-სგან ბონუსი ზედიზედ მესამედ მიიღო და იმედი ვიქონიოთ, წარმატებულ სვლას განაგრძობს.
ცოტა ხნის წინ კი ცნობილი გახდა, რომ რომან როლიძე თავის მომდევნო ბრძოლას 2023 წლის 18 მარტს გამართავს და მისი მეტოქე წონითი კატეგორიის მე-4 ნომერი მარვინ ვეტორი იქნება.
მათი დაპირისპირება UFC 286-ზე ლონდონში შედგება.