დი მარციო: ფელიქსს ატლეტიკოს დატოვება და პსჟ-ში გადასვლა სურს
Aa
Aa

დი მარციო: ფელიქსს ატლეტიკოს დატოვება და პსჟ-ში გადასვლა სურს

ჟოაო ფელიქსს მადრიდის „ატლეტიკოს“ დატოვება და კარიერის პსჟ-ში გაგრძელება სურს. ინფორმაციას ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო ავრცელებს.

- ვარაუდობენ, რომ ჟოაო ფელიქსი მზად არის სხვა კლუბში ყველაფერი თავიდან დაიწყოს და არა მადრიდის ატლეტიკოში. არიან თუ არა გუნდები, რომლებსაც ამის საშუალება აქვთ? და რომელი კლუბი იქნებოდა მისთვის კარგი ადგილი?

„არსენალი - ნამდვილად არა, რადგან მას პსჟ-ში თამაში სურს. ატლეტიკოს უბრალოდ არ სურს მისი დაკარგვა და მის სანაცვლოდ 130-140 მილიონ ევროს ითხოვს!

პსჟ იქნება ლოგიკური არჩევანი, თუ ის დატოვებს ატლეტიკოს. ბოლოს და ბოლოს, არ არის ბევრი კლუბი, რომელსაც ამხელა თანხის გადახდის საშუალება აქვს. პარიზული კლუბი კი ახალგაზრდა ფეხბურთელების დამატებით დაინტერესებულია, რათა საჭიროების შემთხვევაში მბაპეს ან ნეიმარის წასვლისთვის მზად იყვნენ. ან მათ ეყოლებათ მესის შემცვლელი, როცა არგენტინელს კონტრაქტი ამოეწურება“.

- ამბობს დი მარციო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ძალიან მაგარი მომენტი - არგენტინელი ჟურნალისტის მესიჯი მესის
ძალიან მაგარი მომენტი - არგენტინელი ჟურნალისტის მესიჯი მესის