კატარი 2022
Aa
Aa

მუნდიალის ფინალის მსაჯი ცნობილია - პირველი პოლონელი ისტორიაში

დღეს ცნობილი გახდა, თუ ვინ იქნება მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის მთავარ არბიტრი. ეს პოლონელი შიმონ მარცინიაკი გახლავთ.

FIFA-ს გადაწყვეტილებით, არგენტინა საფრანგეთის ფინალს სწორედ ის განსჯის. აღსანიშნავია, რომ ისტორიაში ის პირველი პოლონელი მსაჯი იქნება, რომელიც მსგავს მნიშვნელოვან მატჩს წარუძღვება.

მიმდინარე მუნდიალზე სამსაჯო თემა აქტუალურია და ქომაგები, თუ სპეციალისტები არბიტრებს მკაცრად აკრიტიკებენ.

მარცინიაკმა კატარში ფინალამდე 3 მატჩი იმსაჯა - საფრანგეთი დანია, არგენტინა პოლონეთი და არგენტინა ავსტრალია. არც ისე ხშირი შემთხვევაა, როცა ფინალის არბიტრს ორივე ფინალისტი გუნდის მატჩები აქვს განსჯილი.

ამრიგად, შიმონ მარცინიაკს წინ უდიდესი გამოცდა ელის. მუნდიალის ფინალში რომელიმე ნაკრები მაისურზე თავის მე-3 ვარსკვლავს ამოქარგავს, საამისოდ კი დიდი ბრძოლა შედგება.

შეგახსენებთ, რომ ფინალი 18 დეკემბერს, კვირას 19:00 საათზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დეშამი: ეს 4 წლის წინანდელი არგენტინა არ არის, მესი შესანიშნავ ფორმაშია
დეშამი: ეს 4 წლის წინანდელი არგენტინა არ არის, მესი შესანიშნავ ფორმაშია