„ჩემი აზრით, პენალტი იყო“ - კროოსი მოდრიჩს არ ეთანხმება
ტონი კროოსმა ლუკა მოდრიჩის სიტყვებზე ისაუბრა, რომელმაც არგენტინასთან მატჩის მთავარი არბიტრი დანიელე ორსატო გააკრიტიკა.
„არ მიყვარს მსაჯებზე საუბარი, მაგრამ ის ერთ-ერთი ყველაზე ცუდია. კატასტროფა იყო“
- თქვა მოდრიჩმა შეხვედრის შემდეგ.
ტონი კროოსმა თავისი მოსაზრება გერმანულ Real Total-თან საუბრისას დააფიქსირა:
„ვიცი, რომ ის არა მხოლოდ ძალიან მშვიდი ადამიანია, არამედ რეალისტიც. მისი თქმით, ამ მსაჯის გამოცდილება ცუდი იყო. ამას არანაირი კავშირი არ აქვს პენალტებთან. ჩემი აზრით, პენალტი იყო. ეს გადაწყვეტილება შეცდომა არ ყოფილა“.
- მოდრიჩს მესიჯი მიწერე?
„ჯერ არა, მინდოდა მისთვის ერთი დღე მიმეცა. ვიცი, რომ ასეთი მატჩების შემდეგ ორ ათას შეტყობინებას იღებ და მერე ვერ პასუხობ. ჯობია, როცა ყველაფერი მშვიდად იქნება, მომავალ მატჩამდე დავუკავშირდეთ და წარმატებები ვუსურვოთ“,
- განაცხადა მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველმა.