ოლივიე ჟირუ, სოფიან ამრაბატი
Aa
Aa

ამრაბატი: „ჟირუ ყველგან დამყვებოდა და ვთხოვე, თავი დაენებებინა“

ოლივიე ჟირუ ნებისმიერი მთავარი მწვრთნელისთვის სანატრელი ფეხბურთელია. ფრანგ თავდამსხმელს გუნდის თავკაცის არც ერთი დავალების შესრულება არ ეთაკილება, მიზნის მისაღწევად ყველაფრისთვის მზადაა და ეს მაროკოსთან გამართულ დაპირისპირებაში კიდევ ერთხელ დადასტურდა.

საფრანგეთთან წაგებული მატჩის შემდეგ, აფრიკელთა ერთ-ერთმა ლიდერმა, სოფიან ამრაბატმა ჟირუზე ისაუბრა. მან განაცხადა, რომ „სამფეროვნების“ თავდამსხმელი პირადად მეურვეობდა და მთელი მატჩის განმავლობაში, გასაქანი არ მისცა.

„ფრანგებმა ჩვენი ცენტრალური მცველები უყურადღებოდ დატოვეს. მათი თავდამსხმელი, ოლივიე ჟირუ ნახევარდაცვაში ყველგან თან დამყვებოდა. ერთ მომენტში ვუთხარი, რომ გაჩერებულიყო და თავი დაენებებინა, რაზეც მიპასუხა, რომ მისი დავალება მთელი მატჩის განმავლობაში ჩემთან ყოფნა იყო“.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთმა მაროკოს 2:0 მოუგო და მუნდიალის ფინალში ზედიზედ მეორედ ითამაშებს. „სამფეროვნებმა“ მაროკოს ტაიმებში თითო გოლი გაუტანეს და სანუკვარი თასისთვის ბრძოლაში არგენტინას დაუპირისპირდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჩელსიმ პოზიცია შეცვალა - რონალდუ შესაძლოა პრემიერ ლიგაში დარჩეს
ჩელსიმ პოზიცია შეცვალა - რონალდუ შესაძლოა პრემიერ ლიგაში დარჩეს