იოსიპ შიმუნიჩი
Aa
Aa

შიმუნიჩი: „იმდენად ცუდი მსაჯობა იყო, ვერც კი დავიჯერე“

ხორვატიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, იოსიპ შიმუნიჩმა არგენტინასთან გამართულ ნახევარფინალურ დაპირისპირებაზე ისაუბრა. „ჰერტასა“ და „ჰოფენჰაიმის“ ექს-მოთამაშემ მატჩის მთავარი არბიტრი, დანიელე ორსატო გააკრიტიკა და განაცხადა, რომ საშინელი მსაჯობა იყო.

„იმდენად ცუდად იმსაჯეს, რომ ვერც კი დავიჯერე. სამწუხაროდ, ეს არგენტინის სასარგებლოდ მოხდა. სამარცხვინოა, რომ პენალტის ეპიზოდში, ვიდეორეფერი არ მოითხოვეს. მეორე გოლი რომ არ გაგვეშვა, შეიძლებოდა, თამაშში დავბრუნებულიყავით, თუმცა არაფერი გამოგვივიდა.

ზლატკო დალიჩმა სასწაული ჩაიდინა და ის საფეხბურთო ფენომენია. ბიჭები იმსახურებენ, რომ ზაგრებში თბილად დავხვდეთ. ისინი ჩვენი და მთელი ხორვატიის სიამაყის საფუძვლები არიან. მათ წარმატებას ვუსურვებ“.

ცნობისთვის, მსაჯის გადაწყვეტილება ხორვატების ლიდერმა, ლუკა მოდრიჩმაც გააკრიტიკა. ამ უკანასკნელმა განაცხადა, რომ დანიელე ორსატო ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მსაჯია, ვინც კი ოდესმე უნახავს და მისი აზრით, თერთმეტმეტრიანი დასადები არ ყოფილა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ტრაგედია და უმძიმესი კადრები - რა მოხდა საფრანგეთში ნახევარფინალური მატჩის შემდეგ
ტრაგედია და უმძიმესი კადრები - რა მოხდა საფრანგეთში ნახევარფინალური მატჩის შემდეგ