პაბლო მარი
Aa
Aa

კარგი ამბავი იტალიიდან - პაბლო მარიმ გუნდთან ერთად ივარჯიშა

„მონცას“ ფეხბურთელმა, პაბლო მარიმ ვარჯიში განაახლა. იტალიური გამოცემების ინფორმაციით, 29 წლის უკანახაზელი „ბიანკოროსის“ შეუერთდა და თანაგუნდელებთან ერთად ივარჯიშა. მარი თავს კარგად გრძნობს და ვარჯიშისას პრობლემები არ შექმნია.

Football Italia-ს მიხედვით, ესპანელი ფეხბურთელის სარეაბილიტაციო პერიოდი მოსალოდნელზე უკეთ მიმდინარეობს. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით განვითარდა, დიდი შანსია, მარი 4 ნოემბერს, როცა სერია A დაბრუნდება, მოედანზე ვიხილოთ.

შეგახსენებთ, რომ იტალიაში, ქალაქ ასაჯოში მდებარე სავაჭრო ცენტრში, 46 წლის მამაკაცმა ცივი იარაღით ჭრილობა 6 ადამიანს მიაყენა და ერთ-ერთი პაბლო მარი იყო. მარი საავადმყოფოში გადაიყვანეს და მომდევნო დღეს ოპერაცია ჩაუტარდა, რის შემდეგაც ექიმებმა უთხრეს, რომ 4 თვეს გამოტოვებდა.

როგორ აღწერა მარიმ ინციდენტი

„საბავშვო ეტლთან ვიდექი, როცა ზურგში აუტანელი ტკივილი ვიგრძენი. ძალიან გამიმართლა... ჩემ წინ ადამიანი მოკლეს და მას ცივი იარაღი ყელში ჩაარტყეს. კარგად ვარ და ორშაბათს ბოლონიასთან ვითამაშებ“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ტრაგედია და უმძიმესი კადრები - რა მოხდა საფრანგეთში ნახევარფინალური მატჩის შემდეგ
ტრაგედია და უმძიმესი კადრები - რა მოხდა საფრანგეთში ნახევარფინალური მატჩის შემდეგ