ტრაგედია და უმძიმესი კადრები - რა მოხდა საფრანგეთში ნახევარფინალური მატჩის შემდეგ
Aa
Aa

ტრაგედია და უმძიმესი კადრები - რა მოხდა საფრანგეთში ნახევარფინალური მატჩის შემდეგ

მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში, საფრანგეთის ნაკრებმა მაროკო 2:0 დაამარცხა და ფინალის საგზური მოიპოვა, სადაც არგენტინას დაუპირისპირდება. „სამფეროვნების“ გამარჯვების შემდეგ, საფრანგეთში ვითარება უკიდურესად დაიძაბა და ქომაგებსა და პოლიციას შორის შეტაკებები იყო.

ფრანგული პრესის ინფორმაციით, მატჩის შემდეგ, მაროკოელი გულშემატკივრები პარიზის, ნიცის, ლიონისა და მონპელიეს ქუჩებში გავიდნენ და აგრესიულად მოქმედებდნენ. სოციალურ ქსელებში ბევრი ვიდეო გავრცელდა, რომლებზეც ფრანგ და მაროკოელ ქომაგებს შორის გამართული ჩხუბები, ერთმანეთის მისამართით ნასროლი პეტარდები, ცეცხლწაკიდებული სანაგვე ყუთები და სხვა მძიმე კადრებია ასახული.

არეულობას ტრაგედიის გარეშე არ ჩაუვლია და 14 წლის ბიჭი გარდაიცვალა. მაროკოელებმა ერთ-ერთი ავტომობილი ალყაში მოაქციეს და მასზე დამაგრებული საფრანგეთის დროში მოპარვა უნდოდათ, რის გამოც, მძღოლი პანიკაში ჩავარდა, ავტომობილი დაძრა, მკვეთრად მოუხვია და 14 წლის მაროკოელ ბავშვს დაეჯახა. იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ მისი სიცოცხლის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

როგორც მოგეხსენებათ, საფრანგეთის მთავრობა არეულობას ელოდა და ქვეყნის მასშტაბით, 10 000 სამართალდამცველი ჰყავდა მობილიზებული. მათი ნახევარი პარიზში და ქალაქის მიმდებარე ტერიტორიაზე იყო განაწილებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“სპორტმა ხალხი უნდა გააერთიანოს“ - მაკრონი საფრანგეთის გამარჯვების შემდეგ
“სპორტმა ხალხი უნდა გააერთიანოს“ - მაკრონი საფრანგეთის გამარჯვების შემდეგ