ილია თოფურია, პედი პიმბლეტი, ენტონი სმიტი
Aa
Aa

UFC-ის მებრძოლი: „პიმბლეტის ადგილას ილიასთან ჩხუბს თავს ავარიდებდი“

UFC-ის მებრძოლმა, ენტონი სმიტმა, რომელსაც ჯონ ჯონსის წინააღმდეგ საჩემპიონო ბრძოლაში უჩხუბია, პედი პიმბლეტზე ისაუბრა. „ლომგული“ არიელ ჰელვანის გადაცემის, The Mma Hour-ის სტუმარი იყო და განაცხადა, რომ პიმბლეტის ადგილას, ილია თოფურიასთან ჩხუბს თავს აარიდებდა.

„იმ 3 მსაჯის გარდა, ვინმე ფიქრობს, რომ პიმბლეტმა ბოლო ბრძოლა მოიგო? პედის მიმართ დადებითად ვარ განწყობილი. ის განსხვავებული ბიჭი და კარგი მებრძოლია. არ მგონია, რომ ელიტარულ დონეზე იმყოფება, მაგრამ ვფიქრობ, კარგი მებრძოლია და მისი აგრესია და ინტერვიუები ძალიან მომწონს.

ფაქტია, რომ პედიმ ბოლო ბრძოლის სამივე რაუნდი წააგო და ჩხუბისას უამრავ შეცდომას უშვებს. როგორც კი შეხვდება მებრძოლს, რომელსაც ხელებში მეტოქეების დასანოკაუტებლად საჭირო ძალა აქვს და პედისთან ჭიდაობის ან გრეპლინგის არ შეეშინდება, სერიოზული პრობლემები შეექმნება. პედი პიმბლეტი რომ ვიყო, ყველაფერს გავაკეთებდი, რათა ილია თოფურიასთან ჩხუბი თავიდან ამერიდებინა“.

შეგახსენებთ, რომ ბრძოლისწინა პრესკონფერენციაზე პიმბლეტისა და თოფურიას დაპირისპირება ვიხილეთ. ლივერპულელმა „ელ მატადორს“ „ხელის სადეზინფექციო ხსნარი“ და „ესპანური სოსისი“ უწოდა, რის შემდეგაც ილია მასზე გაიწია, თუმცა დაცვის სამსახურის წარმომადგენლებმა შეაჩერეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დეშამი მატჩის შემდეგ: კვირას ტიტულისთვის ვიბრძოლებთ
დეშამი მატჩის შემდეგ: კვირას ტიტულისთვის ვიბრძოლებთ