კრიშტიანუ რონალდუ, დიტმარ ჰამანი
Aa
Aa

„ღირსებაც არ აღმოაჩნდა, რომ მაროკოელებისთვის მიელოცა“ - ჰამანმა რონალდუ გააკრიტიკა

„ლივერპულისა“ და „ბაიერნის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, დიტმარ ჰამანმა კრიშტიანუ რონალდუ გააკრიტიკა. 49 წლის გერმანელმა პორტუგალიასა და მაროკოს შორის გამართული მატჩი გაიხსენა და განაცხადა, რომ რონალდუს ღირსებაც არ აღმოაჩნდა, რომ მაროკოელებისთვის გამარჯვება მიელოცა.

„საუბრობთ სუპერვარსკვლავებზე, მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებზე და ტოპ დონის მოთამაშეებზე, მაგრამ დაფიქრდით იმაზე, რომ ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო ფეხბურთელმა, რომელმაც ტურნირი ერთი კვირის წინ დატოვა, მაროკოელებს გამარჯვება არ მიულოცა. მაროკომ პორტუგალია დაამარცხა და ისტორია დაწერა, რონალდუს კი ღირსებაც არ აღმოაჩნდა, რომ მეტოქისთვის ეს მიღწევა მიელოცა.

მაროკომ ფეხბურთში ადამიანური მხარე დააბრუნა და შეხედეთ, საფრანგეთთან მატჩის შემდეგ რა მოხდა. მათ ფრანგებს ხელი ჩამოართვეს და მარცხის შემდეგ, ღირსება და მეტოქისადმი კეთილგანწყობა აჩვენეს, რაც ბრწყინვალე რამ იყო“.

შეგახსენებთ, რომ მაროკო საფრანგეთთან 0:2 დამარცხდა და მესამე ადგილისთვის ხორვატიასთან იბრძოლებს. „სამფეროვნები“ ფინალში გავიდნენ, სადაც არგენტინას დაუპირისპირდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რეგრაგი: მეორე გოლმა მოგვკლა
რეგრაგი: მეორე გოლმა მოგვკლა