კატარი 2022
Aa
Aa

არგენტინელმა ქომაგმა ავტობუსი გაიტაცა, რომ მატჩისთვის მიესწრო

არგენტინელი „გიჟი“ ქომაგების ამბავი ყველას კარგად მოეხსენება. განსაკუთრებით კატარელებს, რომლებიც არგენტინელებს ბოლო 1 თვეა ჭარბად ხედავენ.

ამჯერად, ერთ-ერთმა არგენტინელმა გულშემატკივარმა განსაკუთრებული ყურადღება დაიმსახურა. კერძოდ, ბუენოს აირესის მახლობლად სან მიგელში მამაკაცმა სამგზავრო ავტობუსი გაიტაცა, რომ ნაკრების მატჩისთვის მიესწრო.

არგენტინა ხორვატიას ეთამაშებოდა და ზემოხსენებული გულშემატკივარი მატჩის დაწყებამდე ადგილზე მისვლას აგვიანებდა. ავტობუსში მყოფმა მამაკაცმა მძღოლის გადასვლის მომენტით ისარგებლა და საჭეს მიუჯდა.

ავტობუსში პანიკა იყო, რადგან მამაკაცი გიჟურად მართავდა და არცერთ შუქნიშანზე არ აჩერებდა. 4 კილომეტრის გავლის შემდეგ, მან ავტობუსი გააჩერა, ჩავიდა და სახლისკენ გაიქცა.

საბოლოოდ, ავტობუსის მძღოლმა პოლიცია გამოიძახა და ზემოხსენებულ გამტაცებელს სახლში მალევე მიადგნენ, ის კი რა თქმა უნდა, ტელევიზორთან დახვდა. საბოლოოდ, „ალბისელესტეს“ თავგადაკლულმა ქომაგმა მატჩს ბოლომდე ვერ უყურა - სამართალდამცავებმა ის დააკავეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ექს-არბიტრის აზრით პენალტი არ უნდა დანიშნულიყო - მას იკერ კასილიასი დაეთანხმა
ექს-არბიტრის აზრით პენალტი არ უნდა დანიშნულიყო - მას იკერ კასილიასი დაეთანხმა