დეშამი მატჩის შემდეგ: კვირას ტიტულისთვის ვიბრძოლებთ
დიდიე დეშამმა მაროკოსთან გამარჯვებისა და მუნდიალის ფინალში ზედიზედ მეორედ გასვლის შემდეგ, პრესასთან ისაუბრა.
„ცხადია, ეს მნიშვნელოვანი მატჩი იყო. იქნება კიდევ ერთი და ბოლო.
უკვე ერთი თვეა, რაც ფეხბურთელებთან ვართ. ეს უბრალოდ არ ხდება. მაგრამ ჩვენ განვიცდით სიხარულს. წარმატება ჩემი ფეხბურთელებისთვის ყველაფერს ანაზღაურებს. კვირას ტიტულისთვის ვიბრძოლებთ.
თქვენ უნდა გამოიყენოთ და ისიამოვნოთ ყოველი მომენტი დღის განმავლობაში იმისთვის, რომ ნამდვილად დააფასოთ ის ყევლაფერი რისთვისაც იბრძოდი. ოთხ დღეში მსოფლიო თასისთვის ვითამაშებთ.
ჩვენ ახლა სიამოვნებას მივიღებთ ამ შედეგით და მოვემზადებით მსოფლიო ჩემპიონატის ბოლო მატჩისთვის“,
- განაცხადა დეშამმა.
შეგახსენებთ, რომ ფრანგები 21-ე საუკუნეში მუნდიალების ფინალში მესამედ ითამაშებენ. მათ ანგარიშზე ერთი მოგება და ერთი მარცხია.