რონალდუ მადრიდშია და რეალის ბაზაზე ვარჯიშობს
მსოფლიო ჩემპიონატიდან გავარდნის შემდეგ, კრიშტიანუ რონალდუმ კატარი დატოვა და სეზონის მეორე ნახევრისთვის ვარჯიში განაგრძო. როგორც ირკვევა, პორტუგალიელი მადრიდის „რეალის“ საწვრთნელ ბაზაზე იმყოფება.
Relovo-ს ცნობით, 37 წლის პორტუგალიელი მადრიდელთა ძირითადი გუნდისგან განცალკევებით ერთ-ერთ მოედანზე ვარჯიშობს, რათა ფორმა შეინარჩუნოს.
ამ დროისთვის კრიშტიანუ თავისუფალი აგენტის სტატუსით უგუნდოდ იმყოფება. ნოემბერში მან „იუნაიტედთან“ კონტრაქტი გაწყვიტა.
აქტიურად იწერება, რომ „რონიმ“ შესაძლოა კარიერა საუდის არაბეთში გააგრძელოს და 2 სეზონის განმავლობაში ანაზღაურების სახით 250 მილიონი ევრო აიღოს, თუმცა ჯერჯერობით რონალდუ ამ ინფორმაციას არ ადასტურებს და ევროპული კლუბებიდან შემოთავაზებას ელის.
შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ „რეალსაც“ დაუკავშირეს და სეზონის ბოლომდე 6-თვიანი კონტრაქტი უწინასწარმეტყველეს, თუმცა ინფორმაცია მალევე გამოირიცხა. ფლორენტინო პერესი მასთან თანამშრომლობას აღარ აპირებს.