კატარი 2022, რივალდო
Aa
Aa

რივალდო: მესი - ღმერთი გვირგვინს ამ კვირაში დაგადგამს

არგენტინა ხორვატიის ნახევარფინალური მატჩის შემდეგ, ლეო მესის მისამართით საქებარი შეფასებები არ წყდება.

გამონაკლისი არც ლეგენდარული ბრაზილიელი რივალდოა, რომელმაც „ლა პულგას“ სოციალურ ქსელში პოსტი მიუძღვნა:

„ფინალში არც ბრაზილია იქნება და არც ნეიმარი, ამიტომ არგენტინას მხარს დავუჭერ.

მესი, სიტყვები არ მყოფნის შენს აღსაწერად. შენ უფრო ადრეც დაიმსახურე მსოფლიო ჩემპიონობა, მაგრამ ღმერთმა ყველაფერი იცის და ამ კვირას გვირგვინს დაგადგამს.

შენ იმსახურებ ამ ტიტულს“,

- დაწერა ბრაზილიის და „ბარსელონას“ ყოფილმა ათიანმა.

მესი და რეკორდები

ლეომ ხორვატიასთან ნაჩვენები ბრწყინვალე თამაშით მუნდიალების ისტორიაში მორიგი მნიშვნელოვანი სტატისტიკური მაჩვენებლები შემოგვთავაზა, რომლებიც საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ხელშეუხებელი იყო.

25 მატჩი - მესი ლეგენდარულ ლოთარ მათეუსს გაუთანაბრდა და მუნდიალების ისტორიაში ყველაზე მეტი მატჩი აქვს ჩატარებული. ფინალში მის რეკორდს დაამხობს.

11 გოლი - მესი არგენტინილეთა შორის მუნდიალების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია. „ლა პულგამ“ გაბრიელ ომარ ბატისტუტას გადაასწრო.

8 საგოლე პასი - მესი მუნდიალების ისტორიაში რეკორდსმენს დიეგო მარადონას გაუთანაბრდა.

ლეომ ხორვატიასთან 2 გოლში მიიღო მონაწილეობა, რაც ნიშნავს იმას რომ ის მიროსლავ კლოზესა და რონალდოს გაუთანაბრდა ყველაზე მეტი გოლი + საგოლე პასის სისტემით:

19 - კლოზე

19 - რონალდო

19 - მესი

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
მოდრიჩი: „ვერ დავიჯერე, რომ პენალტი დაინიშნა, ორსატო ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მსაჯია“
მოდრიჩი: „ვერ დავიჯერე, რომ პენალტი დაინიშნა, ორსატო ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მსაჯია“