ექს-არბიტრის აზრით პენალტი არ უნდა დანიშნულიყო - მას იკერ კასილიასი დაეთანხმა
არგენტინის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა. „ალბისელესტემ“ ხორვატია 3:0 დაამარცხა და ანგარიში თერთმეტმეტრიანი დარტყმით გახსნა, რომელსაც საფეხბურთო სამყაროში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ქომაგთა ნაწილი თვლიდა, რომ პენალტი არ უნდა დანიშნულიყო და ამ პოზიციას ყოფილი მსაჯი, ფელიპე რამოს რისოც იზიარებს.
„მნიშვნელოვანი ასპექტი, რომლის გამოც, პენალტის დანიშვნა საჭირო არ იყო: მეკარეს მარჯვენა ფეხი მთელი ეპიზოდის განმავლობაში მოედანზე აქვს დაფიქსირებული და თამაშისა და ბურთის ინერციის გამო, კონტაქტი გარდაუვალია. გოლკიპერის მხრიდან ფეხის დადებას ადგილი არ ჰქონია, კონტაქტი გარდაუვალი იყო“.
საინტერესოა, რომ მექსიკელი მსაჯის განცხადებას „რეალის“ ლეგენდარული მეკარე, იკერ კასილიასი გამოეხმაურა. ამ უკანასკნელმა რამოს რისოს პოსტზე კომენტარი დატოვა და განაცხადა: „ბოლომდე გეთანხმები“.
Datos importantes por lo que no se debió sancionar penal:
— Felipe Ramos Rizo (@ramosrizo) December 14, 2022
El pie derecho del portero siempre está en el piso, el contacto es inevitable por la inercia de la jugada, el balón. Nunca existe zancadilla el contacto es inevitable. pic.twitter.com/dY5X3ifG3R
ცნობისთვის, მსაჯის გადაწყვეტილება ხორვატების ლიდერმა, ლუკა მოდრიჩმაც გააკრიტიკა. ამ უკანასკნელმა განაცხადა, რომ დანიელე ორსატო ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მსაჯია, ვინც კი ოდესმე უნახავს და მისი აზრით, თერთმეტმეტრიანი დასადები არ ყოფილა.