სილვიო ბერლუსკონი
Aa
Aa

მეძავებით სავსე ავტობუსი - ბერლუსკონის დაპირება მონცას ფეხბურთელებს

„მონცას“ მფლობელი, სილვიო ბერლუსკონი საფეხბურთო სამყაროს ყურადღების ცენტრში მოექცა. გუშინ, იტალიურმა კლუბმა საშობაო წვეულება გამართა და ბერლუსკონიმ თავის ფეხბურთელებს სწორედ მისი მიმდინარეობისას მიმართა.

„ვიპოვეთ ახალი თავკაცი, რომელიც ჩვენს ახალგაზრდულ გუნდს წვრთნიდა. ის კარგი, ჭკვიანი და კეთილი ადამიანია და ჩვენი ბიჭებისთვის მოტივაციის მიცემა შეუძლია. ამასთან, გადავწყვიტე, დამატებითი მოტივაცია მოგცეთ და თუ მილანს, იუვენტუსს ან ერთ-ერთ დიდ კლუბს დაამარცხებთ, გასახდელთან მეძავებით სავსე ავტობუსს დაგახვედრებთ“.

შეგახსენებთ, რომ მწვრთნელი, რომელზეც ბერლუსკონი საუბრობს, რაფაელე პალადინოა. ეს უკანასკნელი „მონცას“ 19-წლამდელთა გუნდს წვრთნიდა და ბერლუსკონიმ იგი სექტემბერში, ჯოვანი სტროპას გაშვების შემდეგ დააწინაურა. „მონცა“ ბოლოზე იყო, როცა სტროპა გაუშვეს და პალადინოს წყალობით, მე-14 ადგილამდე აღზევდა და გასავარდნ ზონას 9 ქულით უსწრებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ძალიან მაგარი მომენტი - არგენტინელი ჟურნალისტის მესიჯი მესის
ძალიან მაგარი მომენტი - არგენტინელი ჟურნალისტის მესიჯი მესის