ბუდუ ზივზივაძე
Aa
Aa

შესაძლოა უიპეშტში დაბრუნდეს - ბუდუს თაობაზე მოლაპარაკებები დაწყებულია

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის, ბუდუ ზივზივაძის „მოლ ფეჰერვარში“ დარჩენა პრაქტიკულად გამორიცხულია. რამდენიმე დღის წინ, უნგრული კლუბის სპორტულმა დირექტორმა, როლანდ იუჰაშმა განაცხადა, რომ ამ საკითხზე მუშაობა დაწყებული იყო და „მოლ ფეჰერვარი“ წინადადებების მოლოდინში გახლდათ.

Goal-ის ცნობით, ზივზივაძეს მსურველი უკვე გამოუჩნდა და მისი საკუთარ რიგებში ხილვით „უიპეშტი“ ინტერესდება. „ლილაკი“ „მოლ ფეჰერვარს“ დაუკავშირდა და მხარეებს შორის მოლაპარაკებები ოფიციალურად დაიწყო, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, საქმე ტრანსფერს ეხება თუ იჯარას.

შეგახსენებთ, რომ „უიპეშტის“ გულშემატკივრები ბუდუს კარგად იცნობენ. ქართველი ფეხბურთელი „ლილაკში“ იყო განათხოვრებული და უნგრეთის ჩემპიონატის 12 შეხვედრაში 11 გოლი გაიტანა. ზივზივაძეს „მოლ ფეჰერვართან“ კონტრაქტი 2023 წლის ივნისამდე აკავშირებს და Transfermarkt-ზე იგი 800 000 ევროდაა შეფასებული.

როგორც მოგეხსენებათ, „მოლ ფეჰერვარმა“ ზივზივაძის გაშვება „უიპეშტთან“ მატჩის შემდეგ განვითარებული მოვლენების გამო გადაწყვიტა. ბუდუს ქმედებებმა „მოლ ფეჰერვარის“ გულშემატკივრები განარისხა. ქართველმა თავდამსხმელმა „უიპეშტის“ ფეხბურთელს მაისური გაუცვალა, შემდეგ მათი სათადარიგოთა სკამისკენ გაემართა და ბოლოს სტუმართა ქომაგებს ხელიც დაუქნია, სტადიონის დატოვებისას კი „უიპეშტის“ მაისური ეცვა“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მოდრიჩი: „ვერ დავიჯერე, რომ პენალტი დაინიშნა, ორსატო ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მსაჯია“
მოდრიჩი: „ვერ დავიჯერე, რომ პენალტი დაინიშნა, ორსატო ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მსაჯია“