მარეკ ჰამშიკი
Aa
Aa

„მან ყველა გააოცა“ - ჰამშიკმა კვარაცხელიაზე ისაუბრა

„ნაპოლის“ ლეგენდარულმა ფეხბურთელმა, მარეკ ჰამშიკმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. ნეაპოლელთა ყოფილმა მოთამაშემ DAZN-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა და განაცხადა, რომ „კვარამ“ ყველა გააოცა, ამისთვის კი დიდი დრო არ დასჭირვებია.

„კულიბალიმ, ინსინიემ და მერტენსმა ნაპოლი ერთდროულად დატოვეს. საოცარი მომენტია, როცა ხედავ, კლუბის სამ სიმბოლოს, რომლებიც ერთად მიდიან. ეს ქომაგებისთვის ძალიან სამწუხაროა, მაგრამ მოდით, მედლის მეორე მხარესაც შევხედოთ. ნაპოლიმ მოახერხა და ბრწყინვალე ფეხბურთელები გაიფორმა, რომელთა შორის კიმი, კვარა და ოსიმენი არიან.

უშუალოდ კვარაცხელიას რაც შეეხება, ვფიქრობ, მან ყველა გააოცა და არ მეგონა, რომ ამას გუნდში გადასვლისთანავე იზამდა. ხვიჩა დრიბლინგის სიმარტივით გამოირჩევა და ბევრი ფეხბურთელი არაა, რომელიც ერთი-ერთზე ისეთივე ძლიერია, როგორიც კვარა“.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ სეზონის განახლებისთვის ემზადება და 17 დეკემბერს ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. ლუჩანო სპალეტის ბიჭები ალბიოლის „ვილიარეალს“ დაუპირისპირდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ფანტასტიკური ფეხბურთელია და მისი ღირებულება გაიზრდება“ - ალბიოლმა კვარაზე ისაუბრა
„ფანტასტიკური ფეხბურთელია და მისი ღირებულება გაიზრდება“ - ალბიოლმა კვარაზე ისაუბრა