ლიონელ მესი
Aa
Aa

ძალიან მაგარი მომენტი - არგენტინელი ჟურნალისტის მესიჯი მესის

კატარში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის პირველი ფინალისტი არგენტინის ნაკრებია. „ალბისელესტემ“ ნახევარფინალში ხორვატიას 3:0 სძლია და სანუკვარ თასამდე ერთი ნაბიჯი აშორებს. სამხრეთ ამერიკელთა წარმატებაში უდიდესი წვლილი ლიონელ მესიმ შეიტანა, რომელმაც შესანიშნავად იასპარეზა და გოლი და საგოლე გადაცემა გაიფორმა.

მატჩის შემდეგ, „ლა პულგა“ არგენტინულ სატელევიზიო არხს, TVP-ს გაესაუბრა და ინტერვიუს ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელებში გავრცელდა. ინტერვიუს დასრულების შემდეგ, TVP-ის ჟურნალისტმა მესის ლამაზი სიტყვებით მიმართა და ემოციური მესიჯი გაუგზავნა.

„ლეო, ბოლოს ერთი რამ მინდა გითხრა. შეკითხვა არაა, უბრალოდ მინდა, ასეთი რამ გითხრა: „მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი ახლოვდება და რა თქმა უნდა, ყველა არგენტინელს გვინდა, თასი მოვიგოთ. იცოდე, რომ შედეგის მიუხედავად, არის რაღაც, რასაც ვერავინ წაგართმევს. ეს რაღაც ის ფაქტია, რომ კავშირი ყველა არგენტინელთან დაამყარე. სერიოზულად გეუბნები. არ არსებობს ბავშვი, ვისაც შენი გუნდის ორიგინალი, არაორიგინალი ან წარმოსახვითი მაისური არ აქვს. შენ კვალი ყველა ადამიანის ცხოვრებაში დატოვე. და პირადად ჩემთვის, ეს მსოფლიო ჩემპიონატის მოგებაზე მაღლა დგას. ამას ვერავინ წაგართმევს და მადლიერი ვარ იმ სიხარულისთვის, რომელსაც უამრავ ადამიანს ანიჭებ. იმედი მაქვს, ამ სიტყვებს გულთან მიიტან, რადგან მართლა ვფიქრობ, რომ ეს მსოფლიო ჩემპიონობაზე მაღლა დგას და რაც მთავარია, ამ ყველაფერს უკვე მიაღწიე. ასე რომ, მადლობა კაპიტანო!“

შეგახსენებთ, რომ ნახევარფინალურ დაპირისპირებაში არგენტინის ნაკრებმა ხორვატია 3:0 დაამარცხა. „ალბისელესტე“ მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში მეხუთედ გავიდა. გასული ოთხი ფინალიდან ორი მოიგო (1978, 1986), ორ შეხვედრაში დამარცხდა (1990, 2014).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მოდრიჩი: „ვერ დავიჯერე, რომ პენალტი დაინიშნა, ორსატო ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მსაჯია“
მოდრიჩი: „ვერ დავიჯერე, რომ პენალტი დაინიშნა, ორსატო ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მსაჯია“