ლიონელ მესი, ენდრიკი
Aa
Aa

ენდრიკმა მესი შეაქო - რეალის ქომაგების კრიტიკის გამო პოსტის წაშლა მოუწია

არგენტინის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა. „ალბისელესტემ“ ნახევარფინალში ხორვატიას აჯობა და 3:0 იმარჯვა, რაშიც დიდი წვლილი ლიონელ მესიმ შეიტანა. „ლა პულგამ“ ბრწყინვალედ ითამაშა და გოლი და საგოლე გადაცემა მიითვალა.

ხორვატიასთან მატჩის შემდეგ, მესის ასპარეზობას ბევრი ცნობილი ადამიანი გამოეხმაურა და ერთ-ერთი მათგანი ბრაზილიელი ვუნდერკინდი, ენდრიკი გახლდათ. 16 წლის ფეხბურთელმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ „ლა პულგა“ „აბსურდული“ იყო.

როგორც მოგეხსენებათ, ენდრიკი მადრიდის „რეალმა“ შეიძინა და „სამეფო კლუბის“ ქომაგებს მისი პოსტი არ მოეწონათ. „ბლანკოსის“ გულშემატკივრებმა ბრაზილიელ ფეხბურთელს შეურაცხყოფა მიაყენეს, რომელთა შორის, რასისტული შინაარსის შეურაცხყოფებიც იყო. საბოლოოდ, საქმე იქამდე მივიდა, რომ ენდრიკს პოსტის წაშლა მოუწია.

შეგახსენებთ, რომ ენდრიკი „სანტიაგო ბერნაბეუზე“ 2024 წელს გადავა. მადრიდული გრანდი მის სანაცვლოდ 60 მილიონ ევროს გადაიხდის და ამ თანხას 12 მილიონი დაემატება, რომელიც გადასახადების დასაფარად გამოიყოფა. მხარეები დოკუმენტებს ამ თვეში გააფორმებენ და ოფიციალურ განცხადებასაც მალე უნდა ველოდოთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
UFC-ის განახლებული რეიტინგი - ილია ტოპ 10 მებრძოლს შორისაა
UFC-ის განახლებული რეიტინგი - ილია ტოპ 10 მებრძოლს შორისაა