ხვიჩა კვარაცხელია, რაულ ალბიოლი
Aa
Aa

„ფანტასტიკური ფეხბურთელია და მისი ღირებულება გაიზრდება“ - ალბიოლმა კვარაზე ისაუბრა

„ვილიარეალის“ ფეხბურთელმა, რაულ ალბიოლმა „ნაპოლიზე“ და ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. 37 წლის უკანახაზელის სიტყვები La Gazzeta dello Sport-მა გაავრცელა და ესპანელმა მცველმა „პარტენოპეის“ ქართველი შემტევი შეაქო.

„ნაპოლის ბევრი მატჩი ვნახე და პარტენოპეიმ ბრწყინვალე შთაბეჭდილება დამიტოვა. ისინი შესანიშნავ ფეხბურთს თამაშობენ და მათ წინააღმდეგ კონტრშეტევების განხორციელება ურთულესია. შეგიძლიათ, სტატისტიკას გადახედოთ და ნახავთ, რომ ისინი ევროპაში საუკეთესოები ან ერთ-ერთი საუკეთესოები არიან. სპალეტის ნაპოლიში ხარისხი და კომბინაციების სისწრაფე მომწონს. ამას ვერტიკალურობაც ემატება და ოსიმენის, ზელინსკისა და კვარასნაირ ფეხბურთელებს განსხვავების შექმნა შეუძლიათ.

ხვიჩას თამაში 2021 წლის მარტში, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრაში ვნახე, რომელშიც ესპანეთი საქართველოს დაუპირისპირდა. მან პირველი გოლი გაიტანა და ძალიან კარგად ითამაშა, თუმცა დანი ოლმოს მიერ 91-ე წუთზე გატანილი გოლით 2:1 მოვიგეთ. კვარაცხელიამ ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა. ხვიჩა ფანტასტიკური ფეხბურთელია და მისი ღირებულება აუცილებლად გაიზრდება“.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ სეზონის განახლებისთვის ემზადება და 17 დეკემბერს ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. ლუჩანო სპალეტის ბიჭები ალბიოლის „ვილიარეალს“ დაუპირისპირდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნევილი: “სად წასულიყო ლივაკოვიჩი? პენალტი არ იყო“
ნევილი: “სად წასულიყო ლივაკოვიჩი? პენალტი არ იყო“