ლიონელ მესი
Aa
Aa

ბოლო მატჩი მსოფლიო ჩემპიონატზე - მესი მომდევნო მუნდიალზე არ იქნება

არგენტინის ნაკრების სუპერვარსკვლავმა, ლიონელ მესიმ დაადასტურა, რომ კატარში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატი მისთვის ბოლო მუნდიალია. ხორვატიასთან გამართული მატჩის შემდეგ, „ლა პულგამ“ ინტერვიუ Ole-ს მისცა და განაცხადა, რომ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშს არ აპირებს.

Ole: „კვირას გასამართი მატჩი შენთვის ბოლო იქნება მსოფლიო ჩემპიონატზე?“

მესი: „დიახ, აუცილებლად ასე იქნება. მომდევნო მსოფლიო ჩემპიონატამდე ბევრი წელია დარჩენილი და არ მგონია, თამაში გამომივიდეს. თანაც, ასე დასრულება საუკეთესო ვარიანტია“.

შეგახსენებთ, რომ ნახევარფინალურ დაპირისპირებაში არგენტინის ნაკრებმა ხორვატია 3:0 დაამარცხა. „ალბისელესტე“ მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში მეხუთედ გავიდა. გასული ოთხი ფინალიდან ორი მოიგო (1978, 1986), ორ შეხვედრაში დამარცხდა (1990, 2014).

კატარი 2022-ის ფინალში არგენტინის ნაკრები საფრანგეთსა და მაროკოს შორის გამარჯვებულს შეხვდება. საფრანგეთი-მაროკოს დაპირისპირება 14 დეკემბერს, 23:00 საათზე დაიწყება, ხოლო ფინალური შეხვედრა 18 დეკემბერს გაიმართება. მესამე ადგილისთვის დაპირისპირებას 17 დეკემბერს ვიხილავთ, ხორვატიის მეტოქე საფრანგეთსა და მაროკოს შორის დამარცხებული იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
UFC-ის განახლებული რეიტინგი - ილია ტოპ 10 მებრძოლს შორისაა
UFC-ის განახლებული რეიტინგი - ილია ტოპ 10 მებრძოლს შორისაა