ლეიკერსის 27-ქულიანი გაქცევა საკმარისი არ აღმოჩნდა - ბოსტონმა ოვერტაიმში მოიგო
„ბოსტონ სელტიქსმა“ 2-მატჩიანი მოუგებელი სერია „ლოს ანჯელეს ლეიკერსთან“ შეწყვიტა - 122:118. გამთენიისას გამართული შეხვედრა ძალიან საინტერესო და დრამატული გამოდგა და გამარჯვებულის გამოსავლენად ოვერტაიმი დაინიშნა.
„ბოსტონმა“ პირველი ნახევარი შესანიშნავად ჩაატარა და არაფერი მოასწავებდა, რომ „ლეიკერსი“ თამაშში დაბრუნდებოდა. მე-3 მეოთხედში, „სელტიქსის“ უპირატესობამ 20 ქულა შეადგინა, რის შემდეგაც, ლოს ანჯელესელებმა მატჩში გარდატეხა შეიტანეს. „ლეიკერსი“ 32:5 გაიქცა და საფინალო სირენამდე 4 წუთით ადრე, 13 ქულით დაწინაურდა, თუმცა „ბოსტონმა“ ჩამორჩენა აღმოფხვრა და დამატებით დროში იმარჯვა.
The Lakers went on a 32-5 run in the fourth quarter against the Celtics ????
— The Athletic (@TheAthletic) December 14, 2022
???? @NBA pic.twitter.com/B06q1J7PDB
„კელტების“ მხრიდან საუკეთესო ჯეისონ ტეიტუმი იყო, რომელმაც 44 ქულა, 9 მოხსნა და 6 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. ჯეილენ ბრაუნს 25 ქულა და 15 მოხსნა ჰქონდა. მარკუს სმარტის ანგარიშზე 18 ქულა და 6 ასისტი იყო, ხოლო დერიკ უაითმა 10 ქულა გააკეთა. „ლეიკერსს“ 37 ქულითა და 12 მოხსნით ენტონი დევისმა ულიდერა. ლებრონ ჯეიმსმა 33 ქულა, 9 მოხსნა და ამდენივე შედეგიანი გადაცემა დააგროვა, ხოლო უესტბრუკს 20 ქულა და 14 მოხსნა ჰქონდა.
ამრიგად, „ბოსტონმა“ 22-ე გამარჯვება იზეიმა და აღმოსავლეთ კონფერენციაში პირველია, „ლეიკერსი“ კი მეთექვსმეტედ დამარცხდა და დასავლეთ კონფერენციის მე-12 ადგილს იკავებს.