ლუკა მოდრიჩი
Aa
Aa

მოდრიჩი: „ვერ დავიჯერე, რომ პენალტი დაინიშნა, ორსატო ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მსაჯია“

ხორვატიის ნაკრების სუპერვარსკვლავმა, ლუკა მოდრიჩმა არგენტინასთან გამართულ ნახევარფინალურ დაპირისპირებაზე ისაუბრა. 37 წლის ნახევარმცველმა შეხვედრის მთავარი არბიტრი, დანიელე ორსატო გააკრიტიკა და განაცხადა, რომ მას თერთმეტმეტრიანი არ უნდა დაენიშნა.

„არაფერმა იმუშავა და არგენტინამ დამსახურებულად მოიგო. ძალები უნდა აღვიდგინოთ და მე-3 ადგილისთვის მატჩის მოგება ვცადოთ. ვწუხვართ, მაგრამ იმედი გვაქვს, ახალ ფინალში წარმატებას მივაღწევთ. არგენტინას გამარჯვებას ვულოცავთ, მაგრამ თერთმეტმეტრიანი გადამწყვეტი მომენტი აღმოჩნდა. თამაშს ვაკონტროლებდით, კარგად გამოვიყურებოდით და შემდეგ მსაჯმა კუთხური არ დაგვინიშნა, რასაც პენალტი მოჰყვა, რომელიც ჩემი აზრით, დასადები არ ყოფილა.

ალვარესმა დაარტყა და ჩვენს მეკარეს შეეჯახა, რომელიც მის წინ აღმოჩნდა. ვერ დავიჯერე, რომ თერთმეტმეტრიანი დაინიშნა. არბიტრებზე საუბარი არ მიყვარს, მაგრამ დღეს, ამ თემისთვის თავის არიდება შეუძლებელია. ეს რეფერი ერთ-ერთი ყველაზე ცუდია მათ შორის, ვინც მინახავს და ამას მხოლოდ დღევანდელი მსაჯობის გამო არ ვამბობ. მას ჩემი მონაწილეობით გამართული ბევრი შეხვედრა განუსჯია და მასთან მიმართებით, კარგი მოგონება უბრალოდ არ მაქვს“.

შეგახსენებთ, რომ არგენტინის ნაკრების მეტოქის ვინაობა დღეს გაირკვევა და თბილისის დროით, 23:00-ზე, საფრანგეთისა და მაროკოს ეროვნული გუნდების დაპირისპირება გველის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მესი: „დარწმუნებული ვიყავით, რომ ეს ნაკრები ტყვიასავით გაისროდა“
მესი: „დარწმუნებული ვიყავით, რომ ეს ნაკრები ტყვიასავით გაისროდა“