ილია თოფურია, გიგა ჭიკაძე
Aa
Aa

UFC-ის განახლებული რეიტინგი - ილია ტოპ 10 მებრძოლს შორისაა

UFC-იმ საკუთარი წონითი დივიზიონების რეიტინგი განაახლა და ქართველმა მებრძოლმა, ილია თოფურიამ წინ წაიწია. გასულ უქმეებზე, „ელ მატადორმა“ ბრაის მიტჩელის წინააღმდეგ იჩხუბა და ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა, რის წყალობითაც, მე-9 პოზიციაზე გადაინაცვლა.

ილია მე-14 იყო და 5 ადგილით დაწინაურდა, მისი ბოლო მეტოქე კი მე-11 გახლავთ. თოფურიას წარმატებული ასპარეზობის შემდეგ, UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ტოპ 10-ში ორი ქართველი მებრძოლი გვყავს. „ელ მატადორზე“ ერთი საფეხურით მაღლა გიგა ჭიკაძე იმყოფება.

შეგახსენებთ, რომ ბრაის მიტჩელთან მოგებული ჩხუბის შემდეგ, ილიამ სასურველ მეტოქედ ბრაიან ორტეგა დაასახელა. ეს უკანასკნელი ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლია და რეიტინგის მე-3 პოზიციას იკავებს. როგორც მოგეხსენებათ, ჩემპიონი ალექსანდერ ვოლკანოვსკია, ხოლო ქამრის დასაკუთრების მთავარი პრეტენდენტი - მაქს ჰოლოუეი.

„ელ მატადორს“ კარიერაში 13 ბრძოლა აქვს გამართული და არც ერთხელ დამარცხებულა. ილიამ UFC-ში 5-ჯერ იჩხუბა და მსაჯების გადაწყვეტილებამდე საქმე მხოლოდ ერთხელ, სადებიუტო ჩხუბში, იუსეფ ზალალის წინააღმდეგ მიიყვანა, რომელიც მაშინ ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ მებრძოლად ითვლებოდა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„სერგეის ხვიჩაზე მეტი შეუძლია“ - რუსი ფეხბურთელის უცნაური კომენტარი
„სერგეის ხვიჩაზე მეტი შეუძლია“ - რუსი ფეხბურთელის უცნაური კომენტარი