„მას ფსიქოლოგიური მხარდაჭერა სჭირდება“ - ფენომენი რონალდო ნეიმარზე
ბრაზილიურ Globo-სთან ინტერვიუში ფენომენმა რონალდომ ნეიმარის შესახებ ისაუბრა. 2002 წლის მუნდიალის გამარჯვებულმა და საუკეთესო ბომბარდირმა აღნიშნა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის 1/4-ფინალში ხორვატიასთან მარცხის შემდეგ ნეიმარს ფსიქოლოგიური დახმარება სჭირდება.
„ნეიმარს ვურჩევდი, რომ წნეხის დასაძლევად ფსიქოლოგიური მხარდაჭერა ჰქონდეს, მას ეს სჭირდება. ასეთი წნეხი ადამიანისთვის არათანაზომიერია.
ნეიმარი დაბრუნდება იგივე ვნებითა და ფეხბურთის თამაშის ძლიერი სურვილით, მაგრამ მე მინდოდა, ფეხბურთელების მენტალური ჯანმრთელობის კონტროლი განხორციელებულიყო. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, როცა საქმე მუნდიალზე თამაშს ეხება, მთელი მსოფლიო ბრაზილიის ნაკრებისა და ნეიმარის თამაშს უყურებს.
ნეიმარის ინტერვიუ ვნახე, მან თქვა, რომ ფსიქოლოგიურად განადგურებული იყო. მისმა სიტყვებმა გული გამიტეხა, ანალოგიურად მეც ვყოფილვარ.
რა თქმა უნდა, მსოფლიოს ჩემპიონატის მოგება ყველას სურს, მაგრამ ეს ადვილი არაა. ჩვენ მსოფლიოს ჩემპიონატი ხუთჯერ მოვიგეთ, ყველაზე მეტჯერ ისტორიაში“.
შეგახსენებთ, რომ ბრაზილია ხორვატიასთან, პენალტების სერიაში დამარცხდა და მუნდიალს დაემშვიდობა. ხორვატები ნახევარფინალში გავიდნენ, სადაც არგენტინას შეხვდებიან.