კარლო ანჩელოტი
Aa
Aa

სიცრუე აღმოჩნდა - ბრაზილია ანჩელოტის არ განიხილავს

გუშინ, გამოცემა UOL Esporte-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბრაზილიის ნაკრები ტიტეს გაშვების შემდეგ, კარლო ანჩელოტის დანიშვნას აპირებდა. ამ ფაქტმა მადრიდში უსიამოვნო სიტუაცია გამოიწვია. მადრიდის „რეალის“ გულშემატკივრები უკმაყოფილო სტატუსებით გამოირჩეოდნენ.

დღეს, ავტორიტეტული გამოცემა MARCA ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურ განცხადებას აქვეყნებს, საიდანაც ვიგებთ, რომ „სელესაოსა“ და იტალიელ მწვრთნელს შორის არანაირი მოლაპარაკება არ ყოფილა და არც იქნება.

„ბრაზილიის ნაკრები ახალ მწვრთნელს 2023 წლის იანვარში გამოაცხადებს. ამ მომენტისთვის არანაირი მოლაპარაკება არ არსებობს. კარლო ანჩელოტისთან დაკავშირებით ყველანაირი ინფორმაცია სიცრუეა.“

შეგახსენებთ, რომ კარლო ანჩელოტის „სამეფო კლუბთან“ კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს. იტალიელი სპეციალისტის განცხადებით, ის „რეალიდან“ აბარგებას არ გეგმავს და პრიორიტეტი ჩემპიონთა ლიგის მეთხუთმეტედ მოგებაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნეიმარი გაამართლეს - თაღლითობისა და კორუფციის ბრალდება ვერ დაუმტკიცეს
ნეიმარი გაამართლეს - თაღლითობისა და კორუფციის ბრალდება ვერ დაუმტკიცეს