კაზემირო
Aa
Aa

“3 დღე გავიდა და ტკივილი მაინც რჩება“ - კაზემიროს ემოციური წერილი

მოგეხსენებათ, ბრაზილიის ნაკრებმა მუნდიალზე ასპარეზობა დაასრულა. ამ ფაქტს კი „სელესაოს“ საყრდენი ნახევარმცველი კაზემირო „ფეისბუქის“ საკუთარი გვერდის მეშვეობით გამოეხმაურა.

რას წერს კაზემირო?

„თითქმის 3 დღე გავიდა, მაგრამ ტკივილი რჩება. მინდოდ ეს პოსტი უფრო ძლიერი და გახარებული გონებით დამედო, მაგრამ ძნელია იმის გაგება, თუ როგორ დავრჩით გარეთ. ეს იყო მარცხი, რომელმაც კარიერაში ყველაზე დიდი ტკივილი მომაყენა. წარმოვიდგენ გულშემატკივრების მდგომარეობას. ვიცი, რომ განიცდით და გტკივათ. ამის გამო ვწუხვარ..

ჩვენი უდიდესი სურვილი იყო, რომ მსოფლიო ჩემპიონატის თასი ბრაზილიაში დაგვებრუნებინა და ამისთვის მართლა ყველაფერი გავაკეთეთ და ვცადეთ, მაგრამ ეს ფეხბურთია.. რამდენადაც სწორად არ უნდა გააკეთო, შედეგის გაკონტროლების საშუალება არ არსებობს. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, რომელმაც მხარი დაგვიჭირა და გაგვამხნევა.

ასევე დიდ მადლობას ვუხდი ტიტეს და მთლიან სამწვრთნელო შტაბს. თქვენ ბოლო 6 წლის განმავლობაში ფანტასტიკურად იმუშავებ და ეს ტიტული დაიმსახურეთ. მთელს მსოფლიოში წარმატებას გისურვებთ.“

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიის ნაკრები ხორვატიამ პენალტების სერიაში დაამარცხა. 120 წუთი კი 1:1 დასრულდა. „სელესაოს“ მხრიდან თავი ნეიმარმა გამოიჩინა, ხოლო ხორვატიიდან პეტკოვიჩმა. ტიტეს შეგირდებიდან პენალტები როდრიგომ და მარკინიოსმა გააფუჭეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„პროვოკაციებით ცდილობენ, მეტოქეს წითელი მიაღებინონ“ - იარნი არგენტინაზე
„პროვოკაციებით ცდილობენ, მეტოქეს წითელი მიაღებინონ“ - იარნი არგენტინაზე