ნეიმარი გაამართლეს - თაღლითობისა და კორუფციის ბრალდება ვერ დაუმტკიცეს
„პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელი, ნეიმარი კორუფციისა და თაღლითობის საქმეში უდანაშაულოდ ცნეს. ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი და სასამართლოს გადაწყვეტილება ავტორიტეტულმა Reuters-მა გაავრცელა.
როგორც მოგეხსენებათ, „ნეის“ მისი მშობლების, „ბარსელონას“ ყოფილი მმართველების, ხოსეპ ბარტომეუსა და სანდრო როსელის და „სანტოსის“ ექს-დირექტორის, ოდილიო როდრიგესის წინააღმდეგ სარჩელი კომპანია DIS-მა შეიტანა. ამ უკანასკნელის წარმომადგენლები ზემოთ ხსენებულ ადამიანებს თაღლითობაში და კორუფციაში ადანაშაულებდნენ და ირწმუნებოდნენ, რომ ბრაზილიელის „სანტოსიდან“ „ბარსელონაში“ ტრანსფერისას კანონი დაირღვა.
#Neymar #Barcelona #Santos
— TOI Sports (@toisports) December 13, 2022
Spanish court clears Brazil's @neymarjr, co-defendants of all charges in fraud case
READ: https://t.co/cR5rji3Dgt pic.twitter.com/g9nj3oiD81
საქმის დაწყებისას, პროკურატურა ითხოვდა, ნეიმარისთვის 5-წლიანი პატიმრობა შეეფარდებინათ და ფეხბურთის თამაში იგივე ვადით აეკრძალათ. ამასთან, სასჯელი უნდა მიეღოთ როსელსა და ბარტომეუს და პროკურორის მოთხოვნა თავისუფლების 8 წლით აღკვეთა გახლდათ.
ესპანეთის სასამართლომ ამ საქმეზე განაჩენი დღეს გამოიტანა. საინტერესოა, რომ ოქტომბერში პროკურორმა, ლუის გარსია კანტონმა მოსამართლეს სთხოვა, ყველა ბრალდებული გაემართლებინა, რადგან არ არსებობდა პატარა დეტალიც კი, რომელიც მათ დანაშაულზე მიუთითებდა.