გარი ნევილი
Aa
Aa

გარი ნევილი: „არგენტინა ზოგჯერ სამარცხვინოდ იქცევა, მაგრამ საჩემპიონო კომბინაცია აქვს“

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, გარი ნევილმა არგენტინის ნაკრებზე ისაუბრა. ინგლისელმა უკანახაზელმა „ალბისელესტე“ გააკრიტიკა და განაცხადა, რომ არის მომენტები, როცა მათი ქმედებები სამარცხვინოა.

„არგენტინას ცოტათი ბარბაროსული დამოკიდებულება აქვს და მათი ზოგიერთი ქმედება სამარცხვინო გახლავთ. ჩემი კარიერისას, იყო მომენტები, როცა წარმატებას მეტოქე გუნდის გულშემატკივრების წინ აღვნიშნავდი, მაგრამ თამაშის შემდეგ, ჩემს ოპონენტებთან მივდიოდი და ხელს ვართმევდი. საჭიროა, რომ პატივისცემა გამოიჩინო და ვფიქრობ, არგენტინა ყველანაირ ზღვარს გადავიდა.

კატარში ჩასული ქომაგების წყალობით, მათ მტკიცე სული და სიბრაზე აქვთ და გრძნობენ, რომ მიზნის მიღწევა შეუძლიათ. არგენტინელ მცველებს აგრესიის გამოსავლენად და ჩხუბისთვის მზადყოფნა ყოველთვის ახასიათებდათ. მახსოვს, გაბრიელ ჰაინცეს მანჩესტერის მაისურის შიგნით არგენტინის ნაკრების მაისური ეცვა და ასე ხურდებოდა.

ისინი თავისი ქვეყნის გამო განიცდიან და შეუძლებელია, მათ არ დავუჯეროთ. არგენტინის ნაკრებში არსებობს ტკივილი, რომელიც სათადარიგოთა სკამზეც იგრძნობა, თუმცა ამ ურჩხულებს შორის არის მზეთუნახავი და მას ლიონელ მესი ჰქვია, რომელიც გენიალურ მომენტებს გვჩუქნის. ამას ემატება შეუპოვრობა, კარგი დაცვა და საშინელება, რომელიც მათ ზოგიერთ ქმედებას ახლავს, ეს ყველაფერი კი წარმატების მისაღწევად საჭირო კომბინაციას ქმნის“.

ცნობისთვის, ნახევარფინალური დაპირისპირება 13 დეკემბრით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
2023 წლის ოქროს ბურთის კანდიდატები - ხვიჩა ტოპ 10-შია
2023 წლის ოქროს ბურთის კანდიდატები - ხვიჩა ტოპ 10-შია