ჟოზე მოურინიო, ფერნანდუ სანტუში
Aa
Aa

სანტუშს უშვებენ - არის შანსი მოურინიომ პორტუგალიის ნაკრები ჩაიბაროს

ავტორიტეტული პორტუგალიური გამოცემის, A Bola-ს ინფორმაციით, ფერნანდუ სანტუში ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტს დატოვებს. გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და ოფიციალურ განცხადებას უახლოეს დღეებში უნდა ველოდოთ.

სანტუშს პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციასთან კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს და „სელესაო“ მასთან ხელშეკრულების გაწყვეტას გეგმავს. A Bola-ს მიხედვით, ფედერაციის წარმომადგენლები კონკრეტული ნაბიჯის გადადგმას არ ჩქარობენ, რადგან სანტუშის კონტრაქტი რთული სქემითაა შედგენილი და არ სურთ, რაიმე შეცდომა დაუშვან.

როგორც ირკვევა, ფედერაციის პრეზიდენტმა, ფერნანდუ გომეშმა სანტუშის შემცვლელის მოძიება უკვე დაიწყო. კანდიდატთა სიაში, როგორც პორტუგალიელი, ისე უცხოელი სპეციალისტები არიან და ერთ-ერთი მათგანი ჟოზე მოურინიოა. La Gazzetta dello Sport-ის მიხედვით, პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციაში „მოუს“ დანიშვნით სერიოზულად არიან დაინტერესებული და „რომას“ თავკაცს უკვე დაუკავშირდნენ.

პორტუგალიური მხარე მზადაა, მოურინიოს „რომაში“ დარჩენისა და პარალელურად, ნაკრებში მუშაობის უფლება მისცეს. „ჯალოროსის“ თავკაცს ეს პერსპექტივა ხიბლავს და ვნახოთ, მოვლენები როგორ განვითარდება. ჟოზეს გარდა, პორტუგალიის 21-წლამდე ნაკრების თავკაცის, რუი ჟორჟეს კანდიდატურაც განიხილება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მიტჩელმა ილიასთან მარცხი გრიპს დააბრალა - „თავს კარგად ვერ ვგრძნობდი“
მიტჩელმა ილიასთან მარცხი გრიპს დააბრალა - „თავს კარგად ვერ ვგრძნობდი“