ჯეისონ ტეიტუმი, კავაი ლეონარდი, დემიენ ლილარდი, ჯეილენ ბრაუნი, პოლ ჯორჯი, ჯერემი გრანტი
Aa
Aa

ასეთი კავაი მოგვენატრა - ლილარდმა მინესოტასთან იფრინა

„პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსმა“ ზედიზედ მეორე შეხვედრა მოიგო. დასავლეთ კონფერენციის ერთ-ერთმა ფავორიტმა „მინესოტა ტიმბერვულვზი“ 133:112 გაანადგურა და „ბლეიზერსის“ წარმატების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი დემიენ ლილარდი გახლდათ.

„დეიმ დოლამ“ ფენომენალური მატჩი ჩაატარა და 38 ქულა, 2 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა გაიფორმა. ლილარდმა 21-დან 13 ბურთი ჩააგდო და 11 სამქულიანი გამოიყენა, ამისთვის კი სულ რაღაც 29 წუთი დასჭირდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ლილარდმა საჯარიმო ხაზიდან მხოლოდ 1 ქულა აიღო. „დეიმ დოლას“ გარდა, ჯერემი გრანტი უნდა გამოვარჩიოთ, რომელსაც 24 ქულა და 3 მოხსნა ჰქონდა. იუსუფ ნურკიჩის ანგარიშზე კი 14 ქულა და 16 მოხსნა იყო.

პორტლენდიდან ლოს-ანჯელესში გადავინაცვლოთ, სადაც „კლიპერსი“ აღმოსავლეთ კონფერენციის ლიდერს, „ბოსტონ სელტიქსს“ დაუპირისპირდა. „კლიპერსმა“ 113:93 იმარჯვა და კავაი ლეონარდს ტრავმის შემდეგ, საუკეთესო მატჩი ჰქონდა. „კლანჭამ“ 25 ქულა და 9 მოხსნა გააკეთა და 12-დან 10 ბურთი ჩააგდო. ლეონარდმა 20 ქულა თითქმის 500-დღიანი პაუზის შემდეგ პირველად გაიფორმა. „კლიპერსის“ რიგებში საუკეთესო პოლ ჯორჯი იყო, რომელმაც 26 ქულა დააგროვა, „ბოსტონის“ ლიდერებს, ჯეისონ ტეიტუმსა და ჯეილენ ბრაუნს კი 20 და 21 ქულა ჰქონდათ.

ცნობისთვის, „კლიპერსის“ ანგარიშზე 16 მოგება და 13 წაგებაა და ტაირონ ლუს გუნდი დასავლეთ კონფერენციაში მე-7 ადგილზეა. „კლიპერსს“ ერთი პოზიციით უსწრებს „პორტლენდი“, რომელიც მე-6 გახლავთ, ხოლო „ბოსტონი“, რომელმაც ზედიზედ მეორედ წააგო, აღმოსავლეთ კონფერენციის ლიდერია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ასეთი ძლიერი იქნებოდა“ - იტალიელი ჟურნალისტი ხვიჩაზე
“ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ასეთი ძლიერი იქნებოდა“ - იტალიელი ჟურნალისტი ხვიჩაზე