ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

“ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ასეთი ძლიერი იქნებოდა“ - იტალიელი ჟურნალისტი ხვიჩაზე

ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ არაერთი ცნობილი ადამიანი საუბრობს. გამონაკლისი არც  La Gazzetta dello Sport-ის ჟურნალისტი მიმო მალფიტანო გახდა, რომელმაც ქართველი ფეხბურთელის შესახებ Kiss Kiss Napoli-სთან ისაუბრა.

რა თქვა მალფიტანომ?

„სეზონის დასაწყისში რასპადორის კვარაცხელიასთან შედარებით უპირატესობა ჰქონდა. ქართველი ფეხბურთელი ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელად არ განიხილებოდა. „ნაპოლიმ“ ის ისეთ თანხად იყიდა, რომ წესით სათადარიგოთა სკამზე უნდა ჰქონოდა გათვლა.

მაშინ, რა თქმა უნდა, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ კვარაცხელია ასეთი ძლიერი იყო. ზაფხულში ჩვენ მშვიდად ვიყავით, მაგრამ გულშემატკივრები კლუბს აკრიტიკებდნენ. დრო გავიდა და ახლა ყველა ხედავს, რომ მეც და კლუბის ხელმძღვანელებიც მართლები ვიყავით.“

შეგახსენებთ, რომ „პარტენოპეიმ“ ბოლო დღეებში ორი ამხანაგური მატჩი გამართა. პირველად „ანტალიასპორს“ დაუპირისპირდა, ხოლო მეორედ „კრისტალ პალასს“. 21 წლის ქართველმა ორივე მატჩში მიიღო მონაწილეობა. ტრავმის მოშუშების შემდეგ, ხვიჩა კარგ ფორმაში იმყოფება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
არგენტინა VS ხორვატია - მატჩის წინ
არგენტინა VS ხორვატია - მატჩის წინ