რონალდო: “არგენტინა დიდ ფეხბურთს ვერ თამაშობს“
მთელი მსოფლიო არგენტინის ჩემპიონობას ელოდება. ლეო მესის და მის კამპანიას ამის შესანიშნავი შანსი აქვს. ნახევარფინალში „ალბისელესტე“ ხორვატიას დაუპირისპირდება, რომელმაც სენსაციურად დაამარცხა ბრაზილია.
რომ არა ეს, შესაძლოა ნახევარფინალში უდიდესი დაპირისპირება გვენახა - ბრაზილია არგენტინის წინააღმდეგ. მუნდიალის გამარჯვებულთან დაკავშირებით, თავისი აზრი რონალდომ დააფიქსირა.
რა თქვა რონალდომ?
„როგორც ადამიანი, რა თქმა უნდა, მოხარული ვიქნები თუ მესი მსოფლიო ჩემპიონატს მოიგებს, მაგრამ როგორც ბრაზილიელს ეს არ გამიხარდებოდა. ჩვენ ამას ყველა ვიმსახურებთ. ფეხბურთი გამარჯვებაზეა დაფუძნებული. უბრძოლველად არავინ არაფერს მოგცემს.
ამ მომენტში ახლა მესის კარიერას და ისტორიას არანაირი აზრი არ აქვს. მას დიდებული შანსი აქვს და აუცილებლად უნდა მოიგოს. არგენტინა დიდ ფეხბურთს ვერ თამაშობს, მაგრამ მათი ტიტულისადმი წყურვილი ბევრ რამეს ნიშნავს. ისინი აგრესიულად და მონდომებულად თამაშობენ. ამის პარალელურად კი მათ მესი ჰყავთ, რომელიც შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს.“
შეგახსენებთ, რომ არგენტინისა და ხორვატიის ნახევარფინალური დაპირისპირება 13 დეკემბრით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.