რონალდო: “ბრაზილიას უცხოელი მწვრთნელი სჭირდება“
ცნობილია, რომ ბრაზილიის ნაკრები ტიტემ დატოვა და ახლა „სელესაო“ მწვრთნელის გარეშეა დარჩენილი. სპორტულ მედიაში კარლო ანჩელოტის სახელმა გაიჟღერა. „პაპა კარლოს“ მსოფლიოს 5-გზის ჩემპიონს უკავშირებენ.
ამ საკითხთან დაკავშირებით, ბრაზილიურ მედიასთან რონალდომ ისაუბრა და განაცხადა, რომ ეროვნულ ნაკრებს უცხოელი სპეციალისტი სჭირდება.
რონალდო:
„ბრაზილიელი მწვრთნელების ბევრ ვარიანტს ვერ ვხედავ. გული მხოლოდ ფერნანდო დინიზსკენ მიმიწევს. ნებისმიერ შემთხვევაში, ახალი მწვრთნელის გამოცხადებამდე ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციამ სხვა განცხადებებიც უნდა გააკეთოს და ბევრი რამ ახსნას. მწვრთნელის არჩევანი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი სტილის ფეხბურთი სურს ფედერაციას. ასე მოძიება გაცილებით მარტივი გახდება.
2002 წლის შემდეგ, არაფერი მოგვიგია. ახალი ინოვაციები და გეგმებია საჭირო. გასარისკად შესაფერისი დროა. სიახლის შემოტანაზე პრობლემას ვერ ვხედავ. ფედერაციის ადგილზე, რომ ვიყო აუცილებლად უცხოელ მწვრთნელზე ვიფიქრებდი. ბრაზილიაში ბევრი არჩევანი არ გვაქვს.“
შეგახსენებთ, რომ „სელესაომ“ მსოფლიო ჩემპიონატზე სრული კრახი განიცადა. ტიტეს გაწვრთნილი ნაკრები მეოთხედფინალში ხორვატიას პენალტების სერიაში დამარცხდა.