ხვიჩა კვარაცხელია, კილიან მბაპე, ლიონელ მესი
Aa
Aa

„ამ კომპონენტებში მესიზე და მბაპეზე უკეთესია“ - ცნობილი ჟურნალისტი ხვიჩაზე

ცნობილი იტალიური გაზეთის, Tuttosport-ის ყოფილმა დირექტორმა, პაოლო დე პაოლამ „ნაპოლის“ ქართველ ფეხბურთელზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. დე პაოლამ ხმამაღალი განცხადება გააკეთა და „კვარა“ კილიან მბაპეზე და ლიონელ მესიზე წინ დააყენა.

„ნაპოლის ქართველ ფეხბურთელს რაღაც განსაკუთრებული აქვს და მისნაირად დრიბლინგს ვერავინ ახორციელებს, რადგან ხვიჩას შეუძლია, მცველისთვის მოულოდნელი და მკვეთრი მოძრაობა, როგორც მარჯვენა, ისე მარცხენა მხარეს ერთნაირად გამოიყენოს, რაც მას მესისგან და მბაპესგან გამოარჩევს. კვარაცხელია ორივე ფეხით ბრწყინვალედ თამაშობს და მოწინააღმდეგის ჩამოშორების შემდეგ აჩქარების უნარით მესიზე უკეთესია. კვარა მბაპეზე სწრაფი არაა, მაგრამ დრიბლინგში მასზე ძლიერია და ფრანგზე უკეთ შეუძლია, მეტოქეს ბურთი დაუმალოს.

კვარას მახასიათებლების სხვა ფეხბურთელებთან შედარება არ გამოგვივა. იმედი მაქვს, ეს ბიჭი მენტალურ დისციპლინას შეინარჩუნებს და მასზე სერია A-ს პაუზა არ იმოქმედებს. ხვიჩა ტრავმის შემდეგ გუნდს ახლახან დაუბრუნდა, მაგრამ სიძლიერე უნდა შეინარჩუნოს, რაც უპირველეს ყოვლისა, მენტალურ საკითხებს უკავშირდება. კვარაცხელია თავმდაბალი ბიჭია და შეუძლია, ჩემპიონი გახდეს“.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩას წელის პრობლემები ჰქონდა და მოედანს რამდენიმე დღის წინ, „ანტალიასპორთან“ გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში დაუბრუნდა. „კვარამ“ გუშინაც ითამაშა და „კრისტალ პალასთან“ დაპირისპირებაში მინდორზე 1 ტაიმი გაატარა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„როცა მახსენდება, ტირილი მინდება“ - ნეიმარის მიმოწერა თანაგუნდელებთან
„როცა მახსენდება, ტირილი მინდება“ - ნეიმარის მიმოწერა თანაგუნდელებთან