გაგრა, ოლეკსანდრ ვორობეი, ლევან პაპავა, თამაზ მაქაცარია, სპაერი, კახა მაისურაძე, გაგა კირკიტაძე
Aa
Aa

თრილერი ფლეი-ოფში - 3:3 და გაგრას გამარჯვება პენალტებში

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ფლეი-ოფში გაგა კირკიტაძის „გაგრამ“ ორმატჩიან დაპირისპირებაში კახა მაისურაძის გაწვრთნილი „სპაერი“ პენალტების სერიაში დაამარცხა და შემდეგ სეზონს კვლავ კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში გაატარებს. „გაგრამ“ შინ 2:0 მოიგო. საპასუხო შეხვედრაში „სპაერმა“ რატი ცაცკრიალაშვილისა და ლევან პაპავას გოლებით თამაში დამატებით დროში გადაიყვანა.

დამატებითი დროის 95-ე წუთზე „გაგრას“ ფორვარდმა თამაზ მაქაცარიამ ანგარიში შეამცირა, თუმცა 98-ე წუთზე ლევან პაპავამ დუბლი შეასრულა და ორმატჩიან დაპირისპირებაში ანგარიში 3:3 გახდა, რის შემდეგაც პენალტების სერია დაინიშნა.

სპაერი - გაგრა 3:1

პირველი პენალტი „გაგრას“ კაპიტანმა ხოსიტაშვილმა დაარტყა. აღსანიშნავია, რომ „გაგრას“ მეკარემ, ოლეკსანდრ ვორობეიმ ორი პენალტი აიღო, მათ შორის გადამწყვეტი, როცა ასკურავას დარტყმა მოიგერია და „გაგრამ“ გამარჯვება მოიპოვა.

პენალტების სერია: 1:0 ხოსიტაშვილი, 1:1 პაპავა, 2:1 ლომთაძე, 2:1 სიენდა მატენჯვა (ვერ გაიტანა, ვორობეიმ აიღო), 3:1 ერეკლე სულთანიშვილი, 3:2 ბექა ხოჯანაშვილი, 4:2 ნოდარ ლომინაძე, 4:3 როინ ოდიშელიძე, 4:3 ოთარ ფარულავა (ვერ გაიტანა, ფურკარაძემ აიღო), 4:4 ნიკა კირკიტაძე, 5:4 საბა შეწირული, 5:4 თორნიკე ასკურავა (ვერ გაიტანა, ვორობეიმ აიღო).

„გაგრასთან“ ერთად კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში „სამტრედია“ ითამაშებს, რომელმაც ორმატჩიან დაპირისპირებაში „სამტრედია“ 3:0 დაამარცხა. გიორგი შაშიაშვილის გუნდიდან გოლები ვარლამ კილასონიამ და სირილ ჩამბამ (2) გაიტანეს. მოგეხსენებათ, გასულ სეზონში „სიონი“ უმაღლეს ლიგაში ასპარეზობდა, თუმცა ფლეი-ოფში მარცხის შემდეგ ელიტას დაემშვიდობა და 2023 წლის სეზონში კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ვიხილავთ. „სიონის“ მსგავსად „სპაერიც“ რანგით მეორე ლიგაში გამოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გოლი 90-ე წუთზე - ქოჩორაშვილმა კასტელონი მარცხისგან იხსნა
გოლი 90-ე წუთზე - ქოჩორაშვილმა კასტელონი მარცხისგან იხსნა