პეპ გუარდიოლა, კარლო ანჩელოტი, სელესაო
Aa
Aa

UOL Esporte: ანჩელოტი მზადაა რეალი დატოვოს და ბრაზილია გაწვრთნას

UOL Esporte-ს ინფორმაციით, კარლო ანჩელოტი მზადაა 2023 წლის ზაფხულში მადრიდის „რეალი“ დატოვოს და „სელესაოს“ მთავარი მწვრთნელი გახდეს. ტიტემ წარუმატებელი მუნდიალის შემდეგ პოსტი დატოვა და ვაკანტურ პოზიციაზე ერთ-ერთი კანდიდატი ანჩელოტია.

კატარის მუნდიალის დაწყებამდე ბრაზილიური ფეხბურთის მმართველი ორგანო კარლო ანჩელოტის გარდა პეპ გუარდიოლას ესაუბრა. ანჩელოტისგან განსხვავებით პეპ გუარდიოლას ბრაზილიის ნაკრებში მუშაობის სურვილი არ ჰქონდა, რაც მის იმ გადაწყვეტილებაშიც გამოიხატა, რომ გასული თვის მიწურულს „მან. სიტისთან“ კონტრაქტი 2025 წლამდე გაახანგრძლივა.

გამომდინარე იქიდან, რომ ანჩელოტის „სამეფო კლუბთან“ კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს, ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციამ „რეალთან“ მოლაპარაკება უნდა გამართოს, რომ ანჩელოტისა და კლუბს შორის თანამშრომლობა შეწყდეს. ამასთან ერთად, ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციამ უნდა შეარჩიოს მწვრთნელი, რომელიც ნაკრებს 2023 წლის ზაფხულამდე უხელმძღვანელებს.

შეგახსენებთ, პეპ გუარდიოლასთან დაკავშირებით ფენომენმა რონალდომ MARCA-სთან ისაუბრა:

„ბრაზილიაში გუარდიოლას მიმართ ინტერესი იყო, მის სამწვრთნელო შტაბთან თანამშრომლობას განიხილავდნენ, მაგრამ მან უპირატესობა „მან. სიტისთან“ კონტრაქტის გახანგრძლივებას მიანიჭა, ბრაზილიის ნაკრებში მუშაობას ინგლისურ კლუბში დარჩენა ამჯობინა. შესაძლოა, მასთან შეთანხმების მიღწევა რთულია, რადგან მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელია“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„როცა მახსენდება, ტირილი მინდება“ - ნეიმარის მიმოწერა თანაგუნდელებთან
„როცა მახსენდება, ტირილი მინდება“ - ნეიმარის მიმოწერა თანაგუნდელებთან