„რთულია იმის მიღება, რომ ეს დასასრულია“ - ინძაგიმ რონალდუზე ისაუბრა
„მილანის“ ექს-ფორვარდმა ფილიპო ინძაგიმ, რომელიც ამჟამად „რეჯინას“ მთავარი მწვრთნელია, Sky-სთან ინტერვიუში კრიშტიანუ რონალდუზე ისაუბრა. იტალიელის აზრით, ფეხბურთელისთვის რთულია იმის გააზრება, რომ კარიერა უნდა დაასრულოს.
ფილიპო ინძაგი:„ყოველთვის ვამბობდი, რომ ფეხბურთელისთვის კარიერის შეწყვეტა მძიმეა. ძალიან რთულია იმის მიღება, რომ ეს დასასრულია. ეს მომენტი ყველა ფეხბურთელის კარიერაში დგება. არასდროს იცი, რა გელოდება წინ, ფეხბურთი კი ისეთ ემოციებს გაძლევს, რომ არ შეგიძლია რაიმე სხვა მიიღო. მესმის რონალდუსი, კარიერის შეწყვეტა არასდროსაა ადვილი.
არ ვიცი, რა ხდება რონალდუს თავში. ნებისმიერი მწვრთნელისთვის მასთან მუშაობა ადვილი არაა. საბედნიროდ, იძულებული გავხდი, რომ კარიერა დამესრულებინა, წინააღმდეგ შემთხვევაში 39 წლამდე ვითამაშებდი, მაგრამ რამდენიმე ფეხბურთელმა დაიმსახურა, რომ კარიერა ტოპ დონეზე დაესრულებინა“.
შეგახსენებთ, 37 წლის კრიშტიანუ რონალდუს კარიერაში რთული ეტაპია, „მან. იუნაიტედიდან“ სკანდალური ინტერვიუს შემდეგ წამოვიდა, მუნდიალი ჩააგდო, საუკეთესო ფორმისგან შორსაა და მის მიმართ ევროპული კლუბები ინტერესს არ იჩენენ. დიდი ალბათობით, პორტუგალიელი კარიერას ევროპის მიღმა, საუდის არაბეთში გააგრძელებს, რაზეც MARCA-მ არაერთხელ დაწერა.