ნეიმარი, როდრიგო გოეში, ტიაგო სილვა, მარკინიოსი
Aa
Aa

„როცა მახსენდება, ტირილი მინდება“ - ნეიმარის მიმოწერა თანაგუნდელებთან

ბრაზილიის ნაკრების სუპერვარსკვლავმა, ნეიმარმა თანაგუნდელებთან გამართული მიმოწერები გაასაჯაროვა, რათა წერტილი დაესვა ჭორებისთვის, თითქოს „სელესაოს“ ფეხბურთელთა შორის ერთიანობა არ იყო და კონფლიქტური სიტუაციები წარმოიშვა.

„გადავწყვიტე, მიმოწერები გამომექვეყნებინა, რათა გენახათ, რამდენად გვინდოდა, მოგება და როგორი ერთიანები ვიყავით. ეს მცირე რაოდენობაა იმ შეტყობინებების, რომლებიც თანაგუნდელებს გავუგზავნე. ძალიან დამწუხრებული ვართ, მაგრამ ძლიერები უნდა ვიყოთ და წინსვლა განვაგრძოთ. დარწმუნებული ვარ, ქომაგების მხარდაჭერის წყალობით, უფრო ძლიერი დავბრუნდებით. მე ბრაზილიელი ვარ და სიამაყითა და სიყვარულით სავსე ვარ“, - განაცხადა ნეიმარმა.

მარკინიოსი

ნეიმარი: „ეს პენალტი ვერ შემიცვლის წარმოდგენას, რომელიც შენზე მაქვს“.

მარკინიოსი: „როგორ მინდოდა, რომ ყველაფერი კარგად დასრულებულიყო, მაგრამ ძლიერები უნდა ვიყოთ, დრო მივცეთ, რომ ეს სიტუაცია წარსულს ჩაბარდეს, შემდეგ კი ვნახოთ ფეხბურთმა რა მოგვიმზადა“.

ტიაგო სილვა

ნეიმარი: „როგორ მინდოდა, რომ შენთვის მსოფლიო ჩემპიონატის თასი მეჩუქებინა“.

სილვა: „ძმაო, ეს ბევრად რთულია, ვიდრე წარმომედგინა. ვერ ვუმკლავდები და ვერ ვიჯერებ, რომ დავმარცხდით. ვერ ვიჯერებ! ჯანდაბა! ყოველთვის, როცა ეს მახსენდება, ტირილი მინდება“.

როდრიგო

როდრიგომ ნეიმარს გაფუჭებული პენალტის გამო ბოდიში მოუხადა, რაზეც ბრაზილიელმა ასე უპასუხა: „შეიშალე? დარტყმებს არ აფუჭებენ მხოლოდ ისინი, ვინც არ ურტყამენ“.

შეგახსენებთ, რომ ბრაზილია ხორვატიასთან, პენალტების სერიაში დამარცხდა და მუნდიალს დაემშვიდობა. ხორვატები ნახევარფინალში გავიდნენ, სადაც არგენტინას შეხვდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ესპანეთის ნაკრები თბილისში - ასაკობრივი გუნდების წილისყრა ნიონში
ესპანეთის ნაკრები თბილისში - ასაკობრივი გუნდების წილისყრა ნიონში