არგენტინის ნაკრების გეგმა - ხორვატების პროვოცირებას აპირებენ
Aa
Aa

არგენტინის ნაკრების გეგმა - ხორვატების პროვოცირებას აპირებენ

მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალამდე საათებია დარჩენილი და დღეს, ხორვატულ პრესაში საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა. ერთ-ერთმა ადგილობრივმა გამოცემამ დაწერა იმ გეგმაზე, რომელიც არგენტინის ნაკრებში ხორვატიასთან გასამართი მატჩისთვის შეიმუშავეს.

Jutarnij List-ის მიხედვით, „ალბისელესტეს“ სასტარტო შემადგენლობის წევრმა ფეხბურთელმა თავის თანაგუნდელს ევროპულ კლუბში განუცხადა, რომ ხორვატი ფეხბურთელების პროვოცირებისა და მათი რიტმიდან ამოგდების დავალება მიიღეს. ამ მოთამაშის თქმით, არგენტინელები დარწმუნებული არიან, რომ „ალბისელესტე“ მეტოქეს გატეხს და გაიმარჯვებს, ამისთვის კი 60 წუთიც საკმარისი იქნება.

სამხრეთ ამერიკელები თვლიან, რომ ხორვატიის ეროვნული გუნდის რამდენიმე ფეხბურთელს სუსტი ნერვები აქვს. არგენტინელები ელოდებიან, რომ მესამოცე წუთისთვის, „ალბისელესტეს“ ორი გოლი ექნება გატანილი ან ხორვატია რიცხობრივ უმცირესობაში იქნება. Jutarnij List-ის ცნობით, არგენტინის ნაკრების სამმა ფეხბურთელმა სპეციალური ინსტრუქციები მიიღო თუ როგორ უნდა მოახდინოს ხორვატიის ეროვნული გუნდის მოთამაშეების პროვოცირება, რომლებიც ლიონელ სკალონის აზრით, ფსიქოლოგიურად არც თუ ისე ძლიერები არიან.

საინტერესოა, რომ ამ ინფორმაცია ხორვატიის ნაკრების თავკაცი, ზლატკო დალიჩიც გამოეხმაურა და განაცხადა: „დაზუსტებით არაფრის თქმა შეგვიძლია, მაგრამ ვიცით, როგორ იქცევიან არგენტინელები, როცა უნდათ, მეტოქე წყობიდან გამოიყვანონ, შეცდომების დაშვება აიძულონ და ბარათები მიაღებინონ. ნიდერლანდებთან მატჩში ეს ტაქტიკა უკვე ვნახეთ და მათ მოსაგებად ყველაფრის გაკეთების არ ეშინიათ. არაფერი მაკვირვებს, მაგრამ ვწუხვარ, რომ ვიღაც ცდილობს, ფინალში ბინძური მეთოდებით გავიდეს. საჭიროა, სიმშვიდე შევინარჩუნოთ და არგენტინას მოედანზე მოვუგოთ. ყველაზე ცუდი ვარიანტი დანებება და მოყვარულებივით წაგება იქნება“.

შეგახსენებთ, რომ არგენტინისა და ხორვატიის დაპირისპირება ხვალ გაიმართება და თბილისის დროით, 23:00-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„საფეხბურთო ინტელექტი, ტექნიკა, კრეატივი და დისციპლინა“ - ძოლამ კვარაცხელია შეაქო
„საფეხბურთო ინტელექტი, ტექნიკა, კრეატივი და დისციპლინა“ - ძოლამ კვარაცხელია შეაქო