ილია თოფურია, პედი პიმბლეტი
Aa
Aa

UFC-ის ექს-მსაჯი პედის აფრთხილებს: „თოფურია ოქტაგონზე მოგკლავს“

ჯონ მაკარტიმ, რომელიც MMA-ის ანალიტიკოსი, Bellator-ის კომენტატორი და UFC-ის ყოფილი მსაჯია, ილია თოფურიაზე და პედი პიმბლეტზე ისაუბრა. მაკარტი ლივერპულელის ბოლო ბრძოლას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ პედის „ელ მატადორთან“ შანსი არ აქვს.

„როგორც მებრძოლი, ჯარედ გორდონი ძალიან მომწონს და ის შესანიშნავი ბიჭიცაა, მაგრამ კვებითი ჯაჭვის უმაღლეს წერტილში არ იმყოფება. მასზე მაღლა ბევრი მებრძოლი დგას და ისინი პიმბლეტს მოუთმენლად ელოდებიან. პედი, ქვემსუბუქ წონით დივიზიონში არის ბიჭი, ვისთანაც შენ დაპირისპირება მოგივიდა. ეს ბრძოლის დაწყებამდე გამართულ პრესკონფერენციაზე მოხდა და ეს ბიჭი შენ მოგკლავს. ის გამოგაჩენს იმად, რაც ახლა ხარ - საშუალო დონის მებრძოლი, რომელსაც უბრალოდ ბევრი გულშემატკივარი ჰყავს“.

შეგახსენებთ, რომ პიმბლეტმა გორდონი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა, რამაც MMA-ის ქომაგთა შორის დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. პიმბლეტის ფანების გარდა, ფაქტობრივად ყველამ ჩათვალა, რომ ბრიტანელი დამარცხდა და მსაჯების გადაწყვეტილება რეალობასთან ახლოსაც არ ყოფილა. ამაზე კომენტარი თოფურიამაც გააკეთა და განაცხადა, რომ პიმბლეტს საშობაო საჩუქარი გაუკეთეს.

საინტერესოა, რომ პედის აზრით, მან დამსახურებულად მოიგო და ქომაგებს განსხვავებული პოზიცია იმიტომ უკავიათ, რომ მის მიმართ უარყოფითად არიან განწყობილი. ცნობისთვის, ბრაის მიტჩელის დამარცხების შემდეგ, UFC-ის ტოპ 10-ში კიდევ ერთ ქართველს ვიხილავთ და მალე გაირკვევა ილია მიტჩელის ადგილს დაიკავებს, თუ უფრო მაღალ პოზიციას მიანიჭებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„სელესაოს მან. სიტიში დარჩენა ამჯობინა“ - ფენომენი რონალდო გუარდიოლაზე
„სელესაოს მან. სიტიში დარჩენა ამჯობინა“ - ფენომენი რონალდო გუარდიოლაზე