ლიონელ მესი, კატარი 2022, ხორხე ვალდანო, ხავიერ ძანეტი
Aa
Aa

„ვისაც არ უყვარს მესი, მას არ უყვარს ფეხბურთი“ - ვალდანო და ძანეტი ლეოზე

მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე არგენტინის ნაკრები 1/2-ფინალში გავიდა. „ალბისელესტეს“ შესახებ ლეგენდარულმა ხორხე ვალდანომ და ხავიერ ძანეტიმ ისაუბრეს. ორივე მათგანმა მესის დიდ მნიშვნელობას ხაზი გაუსვა. ასევე, მათი თქმით, არგენტინის ნაკრებმა ხასიათი აჩვენა, რამაც გუნდი რთული ვითარებებიდან გამოიყვანა. 

ხავიერ ძანეტი: „მესის განვლილი სანაკრებო კარიერიდან გამომდინარე, ახლა ის ყველაზე მეტადაა ლიდერი ვიდრე ოდესმე ყოფილა, ამას ყოველ შეხვედრაში ამტკიცებს, არგენტინის ნაკრების ქომაგებისთვის სიხარული მოაქვს. ის ჩვენი კაპიტანი, ლიდერი და საყრდენია. არგენტინის ნაკრებმა აჩვენა ხასიათი, გუნდს სჯერა იმის, რასაც აკეთებს“.

ხორხე ვალდანო: „მესის ქომაგი ვარ მას შემდეგ, რაც მისი თამაში პირველად ვნახე. 20 წელია გენიოსია. მესი აჩვენებს ფეხბურთის არსს. ვისაც არ უყვარს მესი, მას არ უყვარს ფეხბურთი. 

არგენტინის ნაკრებმა აჩვენა ხასიათი, რამაც ნიდერლანდებთან შეხვედრაში გუნდი აგონიაში ჩავარდნისგან იხსნა. არგენტინის ნაკრები ფეხბურთით სუნთქავს“.

კატარი 2022-ზე მესიმ ხუთ შეხვედრაში 4 გოლი შეაგდო და 2 საგოლე პასი შეასრულა. 1/2-ფინალში არგენტინის ნაკრების მეტოქე ხორვატიაა. არგენტინა-ხორვატიას მატჩი 13 დეკემბერს გაიმართება, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სტოიჩკოვი: „არგენტინა უკეთესი გახდა, პორტუგალია ლიდერის გარეშე დარჩა“
სტოიჩკოვი: „არგენტინა უკეთესი გახდა, პორტუგალია ლიდერის გარეშე დარჩა“