ტრეი იანგი, დემარ დეროუზენი, ზაკ ლივაინი
Aa
Aa

ოვერტაიმის ბოლო 1 წამში ჩაგდებული 5 ქულა - საოცარი მატჩი NBA-ში

კალათბურთის გულშემატკივრებმა NBA-ში საოცარი შეხვედრა იხილეს. აღმოსავლეთ კონფერენციის წარმომადგენლებმა, „ატლანტა ჰოუქსმა“ და „ჩიკაგო ბულსმა“ დაუვიწყარი შოუ შემოგვთავაზეს და უაღრესად დრამატული მატჩი გვაჩუქეს, რომელიც „ატლანტამ“ 1 ქულით მოიგო.

დავიწყოთ იქიდან, რომ ძირითადი დრო გამარჯვებულის გამოსავლენად საკმარისი არ აღმოჩნდა. შეხვედრის დასრულებამდე წამის მეათედებით ადრე, დერიკ ჯონს ჯუნიორს შეეძლო, „ჩიკაგოსთვის“ გამარჯვება მოეტანა, თუმცა 2 საჯარიმო სროლიდან მხოლოდ ერთი გამოიყენა და ოვერტაიმი დაინიშნა - 110:110.


დამატებითი ხუთწუთეული ქულა ქულაში წარიმართა. საფინალო სირენამდე 1 წამით ადრე, ტრეი იანგმა 2-ქულიანი სროლით ანგარიში 121:119 გახადა. „ჩიკაგომ“ ტაიმაუტი აიღო, ბურთი მეტოქის ნახევარზე გადაიტანა და გადამწყვეტი სროლა დემარ დეროუზენს მიანდო. ამ უკანასკნელმა სამქულიანი გაუშვა, რა დროსაც ჯორჯიელები მასზე დაჯარიმდნენ. დემარმა სამივე საჯარიმო გამოიყენა და საკუთარი გუნდი წინ გაიყვანა - 122:121. „ატლანტას“ 5 წამის მეათედი ჰქონდა დარჩენილი, თუმცა ეს დრო გამარჯვების მოსაპოვებლად საკმარისი აღმოჩნდა. „ჰოუქსი“ ეი ჯეი გრიფინმა გადაარჩინა და საოცარი ორქულიანი ჩააგდო - 123:122.


ჯორჯიელთა მხრიდან ყველაზე მეტი, 28 ქულა ბოგდან ბოგდანოვიჩის ანგარიშზეა. ზემოთ ხსენებულ ეი ჯეი გრიფინს 17 ქულა ჰქონდა. ტრეი იანგმა ორმაგი დუბლი გაიფორმა და 19 ქულა და 14 ასისტი დააგროვა, კლინტ კაპელას ანგარიშზე კი 15 ქულა და 14 მოხსნა იყო. „ჩიკაგოს“ მხრიდან“ 34 ქულით, 13 მოხსნითა და 8 ასისტით დემარ დეროუზენი გამოირჩა. ზაკ ლავინს 21 ქულა ჰქონდა, ხოლო დრამონდი და ჯონს ჯუნიორი 14-14 ქულას დასჯერდნენ.

ცნობისთვის, „ატლანტას“ 14 მოგება და 13 წაგება აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-7 გახლავთ. „ჩიკაგოს“ რაც შეეხება, „ბულსი“ 11 გამარჯვებითა და 15 მარცხით მე-11 პოზიციაზეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დალიჩი: მესის წინააღმდეგ პერსონალურ მეურვეობას არ გამოვიყენებთ
დალიჩი: მესის წინააღმდეგ პერსონალურ მეურვეობას არ გამოვიყენებთ